განიერფოთლიანი ჭანჭყატი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „განიერფოთლიანი ჭანჭყატი“ გადაიტანა გვერდზე „ტაბლაყურა“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ტაბლაყურა“ გადაიტანა გვერდზე „განიერფოთლიანი ჭანჭყატი“ გადა...) |
10:07, 12 აპრილი 2018-ის ვერსია
განიერფოთლიანი ჭანჭყატი, ტაბლაყურა – (Euonymus latifolius [L.] Mill.); ოჯახი: ჭანჭყატისებრნი (Celastraceae). 1-3 მ სიმაღლის ბუჩქებია, დატოტვილი. ტოტები შიშველია, ცილინდრული, ფოთლები დიდი ზომისაა, ტყავისებური, მუქი მწვანე ქვედა მხარე ღია ფერისაა, ელიფსური ან კვერცხისებური, კიდეები – ხერხკბილა. გვირგვინის ფურცლები მომწვანოა. არილუსი მონარინჯისფროა. ყვ. IV-V; ნაყ. VII-IX. მცენარე გავრცელებულია ტყეებში, ბუჩქნარებსა და ხეობებში, მეტწილად 700 მ-დან 2,300 მ-მდე. გავრცელებულია ტყიან კახეთში, ცნობილია მთელ საქართველოში.
წყარო
კახეთის რეგიონის მცენარეები – 400 სახეობის მცენარე და 402 ფოტო; სარკვევზე იმუშავა კახაბერ სუხიტაშვილმა; რედაქტორი მაია ახალკაცი, თბილისი 2016.