კარანტინი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''კარანტინი''' - (იტალიური quaranta giorni – ორმოცი დღე), 1. სარეჟიმო, ეპიდე...)
 
(წყარო)
ხაზი 18: ხაზი 18:
 
[[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
 
[[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
  
[[კატეგორია:სამედიცინო ტერმინეები]]
+
[[კატეგორია:სამედიცინო ტერმინები]]

10:29, 17 აპრილი 2018-ის ვერსია

კარანტინი - (იტალიური quaranta giorni – ორმოცი დღე),

1. სარეჟიმო, ეპიდემიის საწინააღმდეგო და სამკურნალო-პროფილაქტიკური ღონისძიებების კომპლექსი, რომელიც ეპიდემიის კერის სრულ იზოლაციას და მასში ინფექციურ დაავადებათა ლიკვიდაციას მოითხოვს. ეწყობა დაავადების კერიდან ინფექციების გავრცელების პროფილაქტიკისათვის და ინფექციების, დაავადებების გადატანის თავიდან აცილების მიზნით.

კარანტინი პირველად დააწესეს იტალიაში XIV საუკუნეში. შავი ჭირის გავრცელების ადგილებიდან ჩამოსულ გემებს რეიდზე 40-დღე აჩერებდნენ (აქედან მომდინარეობს სახელწოდება კარანტინი).

შეიარაღებულ ძალებში კარანტინი შეიძლება დაუწესონ ცელკეულ სამხედრო მოსამსახურეებს, მათი ოჯახის წევრებს, ქვედანაყოფებს, ნაწილებს (ხომალდებს), შენაერთების დისლოკაციის რაიონებს, რკინიზის ეშელონებს და ა.შ. კარანტინის დაწესებისას აკრძალულია კარანტინის რაიონიდან გასვლა, მკაცრად იზღუდება შესვლა, რეჟიმის უზრუნველსაყოფად ეწყობა სპეციალური საკომენდატო სამსახური; ორგანიზაციას უწევენ რაიონების, ნაწილების, მოსახლეობის ჯგუფების შეიარაღებულ დაცვას;

2. კარანტინს უწოდებენ ასევე სპეციალურ სანიტარიულ დაწესებულებას საკარანტინო დაავადების წინააღმდეგ ბრძოლისათვის. მოიცავს სნეულთა იზოლატორს; კარანტინში მყოფ პირთა შენობას; სანიტარიულ გამშვებს, აგრეთვე სამედიცინო და სამეურნეო დანიშნულების სხვა შენობებს, სანიტარიულ დასამეურნეო ტრანსპორტს.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები