კოლონიური ომები
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „კოლონიზაციური ომები“ გადაიტანა გვერდზე „კოლონიური ომები“ გად...) |
|||
| ხაზი 12: | ხაზი 12: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
[[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | [[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | ||
| + | [[კატეგორია:ომის სახეობები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 11:30, 20 აპრილი 2018 მდგომარეობით
კოლონიური ომები - ომები ქვეყნებისა და ტერიტორიების დასაპყრობად მათი კოლონიებად გადაქცევისა და ამ ქვეყნებში გაბატონების მიზნით, აგრეთვე - კოლონიების გადანაწილებისთვის.
პირველი ამგვარი ომები, ე.წ. კოლონიზაციური ომები, განეკუთვნება მონათმფლობელური იმპერიების წარმოქმნის პერიოდს. დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების დაწყებიდან ყველაზე განვითარებული ქვეყნების შეიარაღებული დაპყრობის ობიექტები ხდებოდნენ უცნობი ტერიტორიები. ეს მოასწავებდა კოლონიური ომების წარმოშობას საკუთრივ ამ სიტყვის მნიშვნელობით.
XX საუკუნის დამდეგს მსოფლიო ტერიტორიული განაწილება დასრულებული აღმოჩნდა და გაჩაღდა ბრძოლა მსოფლიოს გადანაწილებისთვის. კოლონიური ომები წარმოებდა ნედლეულის ახალი წყაროების და გასაღების ბაზრების შეძენის, კაპიტალის დაბანდების სფეროს გაფართოების მიზნით. ამ მიზნებით იყო გამოწვეული ორი მსოფლიო ომი. ამჟამად, კოლონიური ომები ისტორიის კუთვნილებად იქცა.