კომუნიკაციების რღვევა (სამხედრო)
(ახალი გვერდი: '''კომუნიკაციების რღვევა''' - მოწინააღმდეგისთვის იმ შესაძლებ...) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 10: | ხაზი 10: | ||
[[კატეგორია:სამხედრო ტერმინები]] | [[კატეგორია:სამხედრო ტერმინები]] | ||
| − | |||
მიმდინარე ცვლილება 16:17, 20 აპრილი 2018 მდგომარეობით
კომუნიკაციების რღვევა - მოწინააღმდეგისთვის იმ შესაძლებლობების ნაწილობრივი ან სრული წართმევა, რომ გამოიყენოს მიმოსვლის გზები ჯარების (ძალების) გადაადგილებისთვის, შეიარაღებისა და მატერიალური საშუალებების მიტანისთვის (მათ შორის, მილსადენებით საწვავის მიწოდების), ენერგომომარაგებისა და ყველა სახეობის ევაკუაციის განხორციელებისთვის. სრულდება სტრატეგიული, ოპერატიული და ტაქტიკური მასშტაბით. მისი არსია შეიარაღებული ძალების სხვადასვა სახეობის გაერთიანებებმა, შენაერთებმა, ნაწილებმა და ქვედანაყოფებმა დარტყმები მიაყენონ მოწინააღმდეგის ჯარებს ტრანსპორტით გადაყვანის (ქვეითად გადასვლის) დროს, მის სატრანსპორტო საშუალებებს, სახმელეთო, სანაოსნო მიმოსვლის გზებს; ხელთ იგდონ (დაუნგრიონ) კომუნიკაციების (მილსადენები, სადგურები, პორტები და სხვა) მნიშვნელოვანი ობიექტები (ელემენტები).
საომარი მოქმედების საოკეანო და საზღვაო თეატრებში კომუნიკაციების დარღვევა ხდება სპეციალური საზღვაო ოპერაციების მოწყობით და სისტემატური საბრძოლო მოქმედებით.