ჩრდილოეთი კორეა
(ახალი გვერდი: '''ჩრდილოეთი კორეა''' - (Korea – კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბ...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ჩრდილოეთი კორეა“ გადაიტანა გვერდზე „[[კორეის სახალხო-დემოკრატი...) |
16:40, 23 აპრილი 2018-ის ვერსია
ჩრდილოეთი კორეა - (Korea – კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკა), სახელმწიფო აღმოსავლეთ აზიაში, მდებარეობს კორეის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში. აღმოსავლეთით ესაზღვრება იაპონიის ზღვა და აღმოსავლეთ კორეის ყურე. დასავლეთით - კორეის ყურე და ყვითელი ზღვა.
ფართობი - 120,5 ათ. კმ2.
მოსახლეობა 24 მლნ. კაცი (2012).
ოფიციალური ენა – კორეული.
დედაქალაქი - ქ. ფხენიანი.
ადმინისტრაციულად იყოფა 9 მიწად (პროვინცია) და 4 სტატუსიან ქალაქად. სახელმწიფოს მეთაურია თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე. საკანონმდებლო ძალაუფლება აქვს უმაღლეს სახალხო კომიტეტს. აღმასრულებელი – მინისტრთა კაბინეტს (მთავრობა). 1948 წლის 9 სექტემბერს ჩრდილოეთ კორეა გამოცხადდა სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკად. სამხრეთ კორეასთან დაპირისპირება გადაიზარდა კორეის ომში (1950-53).
1970 წლის დეკლარაციის თანახმად, კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა გარდაიქმნა სოციალისტურ-ინდუსტრიულ სახელმწიფოდ.
კორეის რესპუბლიკის მრეწველობის მთავარი დარგებია: მეტალურგია, სამთომოპოვებითი, სამშენებლო მასალის წარმოება, ქიმიური მრეწველობა.
სოფლის მეურნეობის საფუძველია – ბრინჯის და სიმინდის მოყვანა. ქვეყანა განიცდის საკვები პროდუქტების დეფიციტს.
სამხედრო მრეწველობა უშვებს ტანკებს, თვითმფრინავებს, ჯავშანტექნიკას, ვერტმფრენებს, ხომალდებს, ცეცხლსასროლ იარაღსა და ტყვია-წამალს.
საზღვაო პორტებია: ნამფხო, ვონსანი, ჰინამი, ჩხონჯინი, კოსონი და უნსანი.
საერთაშორისო აეროპორტია სუნანი (ფხენიანი).
შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 1,2 მლნ. კაცი (2012), სახმელეთო ჯარები 1 მლნ., სამხედრო-საჰაერო - 103 ათ. და სამხედრო-საზღვაო ძალები 97 ათ.. რეზერვი – 820 ათ.. დაკომპლექტება ხორციელდება გაწვევით.