კვართი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „კვართი“ გადაიტანა გვერდზე „კუართი“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „კუართი“ გადაიტანა გვერდზე „კვართი“ გადამისამართებაზე)

11:54, 25 აპრილი 2018-ის ვერსია

კვართი

კვართი - პერანგი. არის გარკვეულად შეცვლილი სახის სტიქარი. იგი თხელი, ღია ქსოვილისაგან მზადდება და თასმებით დაბოლოებული ვიწრო სახელოები აქვს. კვართის თეთრი ფერი მღვდელს შეახსენებს, რომ მას მუდამ წმიდა სული უნდა ჰქონდეს და უმწიკვლოდ ცხოვრობდეს. გარდა ამისა, იგი გვახსენებს იმ კვართსაც, რომლითაც დადიოდა მიწაზე თვით უფალი იესო ქრისტე.

კუართი, კვართი (განიყვეს სამოსელი ჩემი მათ შორის და კუართსა ჩემსა ზედა განიგდეს წილი. 21, 18) - იგივეა, რაც პერანგი. ძველ დროში ეწოდებოდა მოგრძო ჩამოშლილ შესამოსელს.

{ღვთისმეტყველნი თვლიან, რომ მთლიანად 21-ე ფსალმუნი არის წინასწარმეტყველება მაცხოვრის შესახებ, რასაც ადასტურებს „ახალი აღთქმა“: „და ვითარცა ჯუარს აცუეს იგი (იესო ქრისტე), განიყვეს სამოსელი მისი და განიგდეს წილი, რაჲთა აღესრულოს თქმული იგი წინასწარმეტყუელისა მიერ, რომელსა იტყვის: განიყვეს სამოსელი ჩემი მათ შორის და კუართსა ჩემსა ზედა განიგდეს წილი (მათე 27, 35; იოანე 19, 23-24)}



წყარო

  • ბარბაქაძე ლია, ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.
  • ახალშენოვი იოსებ, ფსალმუნნის ძველ-ქართულ სიტყვათა, გეოგრაფიულ ადგილთა და ისტორიულ მოვლენათა განმარტებანი (რედაქტორი იოსებ ჯაჯანიძე); 2004.
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები