სარაპისი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 3: ხაზი 3:
  
 
სერაპისის სახეში
 
სერაპისის სახეში
გაერთიანდა ეგვიპტის მომაკვდავი და აღორძინებადი მცენარეული ღვთაების, [[ოსირისი]]სა და ნაყოფიერებისა და მიწისქვეშა სამყაროს ბერძენ ღმერთთა ([[ჰადესი (ღმერთი)|ჰადესისა]] და სხვათა) თვისებები. ამასთანავე, ვითარცა წყალდიდობების განმგებელი, სერაპისი
+
გაერთიანდა ეგვიპტის მომაკვდავი და აღორძინებადი მცენარეული ღვთაების, [[ოსირისი]]სა და ნაყოფიერებისა და მიწისქვეშა სამყაროს ბერძენ ღმერთთა ([[ჰადესი (ღმერთი)|ჰადესისა]] და სხვათა) თვისებები. ამასთანავე, [[ვითარცა]] წყალდიდობების განმგებელი, სერაპისი ემსგავსებოდა [[პოსეიდონი|პოსეიდონს]], ხოლო ვითარცა მზის ღვთაება – [[აპოლონი|აპოლონს]]. სერაპისს მიიჩნევდნენ წინასწარმეტყველადაც, უბედობათა განმარიდებლადაც და მკურნალადაც.
ემსგავსებოდა [[პოსეიდონი|პოსეიდონს]], ხოლო ვითარცა მზის ღვთაება – [[აპოლონი|აპოლონს]]. სერაპისს მიიჩნევდნენ წინასწარმეტყველადაც, უბედობათა განმარიდებლადაც და მკურნალადაც.
+
  
სერაპისის კულტი გავრცელდა საბერძნეთშიც, მთელ რომაულ იმპერიაშიც, სადაც ის ოფიციალურად დაამკვიდრა იმპერატორმა
+
სერაპისის კულტი გავრცელდა საბერძნეთშიც, მთელ რომაულ იმპერიაშიც, სადაც ის ოფიციალურად დაამკვიდრა იმპერატორმა კალიგულამ და ბაქტრიაშიც. სერაპისის ტაძრებს სერაპეუმებს უწოდებდნენ. ძვ.წ. III საუკუნეში ტაძარი ამ სახელწოდებით აიგო ალექსანდრიაში. ეს ტაძარი ცნობილი იყო თავისი უზარმაზარი [[ბიბლიოთეკა|ბიბლიოთეკით]], სადაც 40 ათასზე მეტი გრაგნილი ინახებოდა. იგი ჩვ.წ. 391 წელს დაანგრიეს ფანატიკოსმა ქრისტიანებმა.
კალიგულამ და ბაქტრიაშიც. სერაპისის ტაძრებს სერაპეუმებს უწოდებდნენ. ძვ.წ. III საუკუნეში ტაძარი ამ სახელწოდებით
+
აიგო ალექსანდრიაში. ეს ტაძარი ცნობილი იყო თავისი უზარმაზარი [[ბიბლიოთეკა|ბიბლიოთეკით]], სადაც 40 ათასზე მეტი
+
გრაგნილი ინახებოდა. იგი ჩვ.წ. 391 წელს დაანგრიეს ფანატიკოსმა ქრისტიანებმა.
+
  
სერაპისს წარმოსახავდნენ მოწიფულ კაცად, [[ზევსი]]ს ან ჰადესის სახით, წვერებით, ბერძნული სამოსითა და თავზე ნაყოფებით
+
სერაპისს წარმოსახავდნენ მოწიფულ კაცად, [[ზევსი]]ს ან ჰადესის სახით, წვერებით, ბერძნული სამოსითა და თავზე ნაყოფებით სავსე კალათით.
სავსე კალათით.
+
  
  

16:40, 30 აპრილი 2018-ის ვერსია

სერაპისი.
ბაზალტი, ალბანის ვილა

სერაპისი – (სარაპისი). ელინისტური ეგვიპტის ერთ-ერთი უმთავრესი ღვთაება. მისი კულტი ძვ.წ. IV საუკუნეში შეიქმნა ეგვიპტურ და ბერძნულ რელიგიურ წარმოდგენათა შერთვის შედეგად. ეგვიპტის ბერძენი მეფეები, პტოლემაიოსები, ლამობდნენ ბერძნულ და ეგვიპტურ კულტურათა ელემენტების შერწყმას და სერაპისის კულტის დამკვიდრებას.

სერაპისის სახეში გაერთიანდა ეგვიპტის მომაკვდავი და აღორძინებადი მცენარეული ღვთაების, ოსირისისა და ნაყოფიერებისა და მიწისქვეშა სამყაროს ბერძენ ღმერთთა (ჰადესისა და სხვათა) თვისებები. ამასთანავე, ვითარცა წყალდიდობების განმგებელი, სერაპისი ემსგავსებოდა პოსეიდონს, ხოლო ვითარცა მზის ღვთაება – აპოლონს. სერაპისს მიიჩნევდნენ წინასწარმეტყველადაც, უბედობათა განმარიდებლადაც და მკურნალადაც.

სერაპისის კულტი გავრცელდა საბერძნეთშიც, მთელ რომაულ იმპერიაშიც, სადაც ის ოფიციალურად დაამკვიდრა იმპერატორმა კალიგულამ და ბაქტრიაშიც. სერაპისის ტაძრებს სერაპეუმებს უწოდებდნენ. ძვ.წ. III საუკუნეში ტაძარი ამ სახელწოდებით აიგო ალექსანდრიაში. ეს ტაძარი ცნობილი იყო თავისი უზარმაზარი ბიბლიოთეკით, სადაც 40 ათასზე მეტი გრაგნილი ინახებოდა. იგი ჩვ.წ. 391 წელს დაანგრიეს ფანატიკოსმა ქრისტიანებმა.

სერაპისს წარმოსახავდნენ მოწიფულ კაცად, ზევსის ან ჰადესის სახით, წვერებით, ბერძნული სამოსითა და თავზე ნაყოფებით სავსე კალათით.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები