უწონადობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''უწონადობა''' – მატერიალური სხეულის მდგომარეობა, რომლის დრო...) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 11: | ხაზი 11: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
[[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | [[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | ||
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:კოსმონავტიკა]] |
მიმდინარე ცვლილება 11:48, 17 მაისი 2018 მდგომარეობით
უწონადობა – მატერიალური სხეულის მდგომარეობა, რომლის დროსაც მასზე მოქმედი გარე ძალები მისი ნაწილაკების ერთმანეთზე ურთიერთდაწოლას არ იწვევენ. წარმოიქმნება მიზიდულობის ველში (მაგალითად, ვერტიკალური ვარდნა, ორბიტაზე დედამიწის ხელოვნური თანამგზავრის მოძრაობა, კოსმოსური კომპლექსის ფრენა) სხეულის თავისუფალი წინსვლით მოძრაობის დროს.
უწონადობის მოკლევადიანი პირობები შეიძლება შეიქმნას პარაბოლურ ტრაექტორიაზე თვითმფრინავის ფრენის დროს, აგრეთვე სხვადასხვა დანადგარებში (მაგალითად, ჰიდრობასეინებში), რომლებიც კოსმონავტების ვარჯიშისთვის და კოსმოსური ტექნიკის გამოცდებისთვის გამოიყენება.
უწონადობა ადამიანის ორგანიზმზე არსებით გავლენას ახდენს, განსაკუთრებით ვესტიბულარულ აპარატზე, ნივთიერებათა ცვლის და სხვა სისტემებზე.