ნიგერი
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ნიგერი“ გადაიტანა გვერდზე „ნიგერის რესპუბლიკა“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ნიგერის რესპუბლიკა“ გადაიტანა გვერდზე „ნიგერი“ გადამისამართ...) |
14:46, 18 მაისი 2018-ის ვერსია
ნიგერი - (Niger – ნიგერის რესპუბლიკა) სახელმწიფო დასავლეთ აფრიკაში, ზღვაზე გასასვლელის გარეშე.
ფართობი 1,267 მლნ. კმ2.
მოსახლეობა 15,8 მლნ. კაცი (2012).
ოფიციალური ენა – ფრანგული.
დედაქალაქი - ქ. ნიამეი.
ადმინისტრაციულად იყოფა 7 დეპარტამენტად. სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურია პრეზიდენტი. საკანონმდებლო ორგანო – ერთპალატიანი ეროვნული ასამბლეა, აღმასრულებელი – მთავრობა. ნიგერმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1960 წლის 3 აგვისტოს. 1974 წლის 15 აპრილს მოხდა სამხედრო გადატრიალება. ნიგერი მსოფლიოს ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყანაა, ეკონომიკის საფუძველს წარმოადგენს ურანის მოპოვება და სოფლის მეურნეობა.
საერთაშორისო აეროპორტებია:- ნიამეი, აგადესი და ზინდერი.
შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 5,3 ათ. კაცი (2012). სახმელეთო ჯარები 5,2 ათ., სამხედრო-საჰაერო 0,1 ათ.. გასამხედროებული ფორმირებები, მათ შორის ჟანდარმერია 5,4 ათ.. შეიარაღებული ძალების დაკომპლექტება ხორციელდება გაწვევით.