პრეტორიანელები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''პრეტორიანელები''' - (ლათინური - praetoriani), ''პრეტორიული კოჰორტები'', ...) |
(→წყარო) |
||
ხაზი 11: | ხაზი 11: | ||
[[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | [[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | ||
[[კატეგორია:ძველი რომი]] | [[კატეგორია:ძველი რომი]] | ||
− | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:შეიარაღებული ძალები ძველ რომში]] |
[[კატეგორია:ძველი რომის გვარდია]] | [[კატეგორია:ძველი რომის გვარდია]] |
17:22, 23 მაისი 2018-ის ვერსია
პრეტორიანელები - (ლათინური - praetoriani), პრეტორიული კოჰორტები, რომაული არმიის პრივილეგირებული ნაწილი. თავდაპირველად შეადგენდნენ მხედართმთავართა დაცვას. შემდეგ იმპერატორმა ავგუსტუსმა ჩამოაყალიბა პრეტორიანთა გვარდია (1000-კაციანი 12-14 კოჰორტა), რომელიც შედგებოდა მხოლოდ იტალიკებისაგან და ლეგიონერებთან შედარებით მეტი პრივილეგიით სარგებლობდა.
პრეტორიანელთა გვარდია განლაგებული იყო რომსა და იტალიაში და იმპერატორთა მნიშვნელოვან დასაყრდენს წარმოადგენდა. გაუქმდა IV საუკუნის დასაწყისში. გადატანითი მნიშვნელობით – დაქირავებული ჯარი, რომელიც ემსახურება ძალმომრეობაზე დამყარებულ ხელისუფლებას.