მუხინა ვერა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „მუხინა ვერა“ გადაიტანა გვერდზე „ვერა მუხინა“) |
15:32, 30 მაისი 2018-ის ვერსია
ვერა მუხინა - (Vera Mukhina, 1889-1953) რევოლუციური რუსეთის ხელოვანთა ასოციაციის წევრი იყო. ის ფართოდაა ცნობილი თავისი თითქმის 24 მეტრიანი, უჟანგავი ფოლადის ქანდაკებით მუშა და კოლმეურნე ქალი, რომელიც 1937 წელს, პარიზის მსოფლიო გამოფენის საბჭოთა პავილიონისთვის შეიქმნა.
სკულპტურა წარმოგვიდგენს მუშა მამაკაცის მძლავრ ფიგურასა და ასეთსავე კოლმეურნე ქალს. მათ ზეცისკენ აწეულ ხელებში საბჭოთა კავშირის დროშაზე გამოსახული, საბჭოთა მშრომელთა სიმბოლოდ ქცეული ნამგალი და ურო უპყრიათ. ფიგურები მხარდამხარ დგანან, როგორც თანასწორი პარტნიორები საერთო საქმეში და გაბედული სახეებით, მიზანდასახულად მომავლისკენ მიაბიჯებენ. მათ ძლიერ სვლას ზურგს უკან აფრიალებული სამოსი ეხმიანება.