მონაკო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Echelidze გვერდი „მონაკო“ გადაიტანა გვერდზე „მონაკოს სამთავრო“) |
მ (მომხმარებელმა Echelidze გვერდი „მონაკოს სამთავრო“ გადაიტანა გვერდზე „მონაკო“ გადამისამართება...) |
16:07, 5 ივნისი 2018-ის ვერსია
მონაკო (Monaco – მონაკოს სამთავრო) – სახელმწიფო სამხრეთ ევროპაში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, ხმელეთის მხრიდან გარს აკრავს საფრანგეთი.
ფართობი – 1,95 კმ2.
მოსახლეობა – 32,5 ათ. კაცი (2012).
ოფიციალური ენა – ფრანგული.
დედაქალაქი – ქ. მონაკო.
ადმინისტრაციულად იყოფა 3 ოლქად.
მონაკოში შთამომავლობითი კონსტიტუციური მონარქიაა. მოქმედებს 1962 წლის კონსტიტუცია. საკანონმდებლო ხელისუფლება ეკუთვნის ეროვნულ საბჭოს (პარლამენტს) და სახელმწიფოს მეთაურს – მთავარს. აღმასრულებელ ხელისუფლებას მთავრის სახელით ახორციელებს მთავრობის საბჭო.
შემოსავლის მთავარი წყაროა საერთაშორისო ტურიზმი, უძრავი ქონებით ვაჭრობა, საბანკო საქმიანობა და სხვა.
ჰყავს კარაბინერების ასეული და პოლიცია. ქვეყნის თავდაცვას ახორციელებს საფრანგეთი.