მორიგე ჯარი
(ახალი გვერდი: '''მორიგე ჯარი''' ''(მორიგე ლაშქარი)'' – სახელმწიფო ჯარის გვარ...) |
|||
| ხაზი 9: | ხაზი 9: | ||
[[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | [[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | ||
[[კატეგორია:შეიარაღებული ძალები]] | [[კატეგორია:შეიარაღებული ძალები]] | ||
| − | [[კატეგორია:საქართველოს | + | [[კატეგორია:საქართველოს შეიარაღებული ძალები]] |
13:58, 6 ივნისი 2018-ის ვერსია
მორიგე ჯარი (მორიგე ლაშქარი) – სახელმწიფო ჯარის გვარეობა XVIII საუკუნის II ნახევრის ქართლ-კახეთის სამეფოში, სავალდებულო სამხედრო სამსახურის პრინციპზე შექმნილი შეიარაღებული ორგანიზაცია.
ჩამოყალიბდა XVIII საუკუნის 50-იან წლებში ლეკთა თარეშის ("ლეკიანობა") აღსაკვეთად. მორიგე ჯარში უნდა ემსახურა ყველა წოდების სრულასაკოვან მამაკაცს წელიწადში ერთი თვე ანაზღაურების გარეშე. თავისუფლდებოდნენ მხოლოდ ზოგიერთი სახელმწიფო გადასახადისგან; რეგულარულ ულუფასა და ჯამაგირზე იმყოფებოდა მხოლოდ მეთაურთა შემადგენლობა. თავისი მაქსიმალური აღმავლობის ხანაში (1770-იანი წლები) მორიგე ჯარი ითვლიდა 3 ათ. მეომარს. ამ დროს მისი საერთო ხელმძღვანელი იყო ლევან ბატონიშვილი (ერეკლე II-ის ძე). ამ პერიოდში შემცირდა ლეკთა შემოსევები, მოსახლეობა სამალავებიდან გამოვიდა, მოშენდა სოფლები. მაგრამ ლევანის სიკვდილის შემდეგ (1781) დაიწყო მორიგე ჯარის დაქვეითება დარღვევა, თუმცა ქართლ-კახეთის სამეფოს არსებობის ხანაში ოფიციალურად იგი არ გაუქმებულა.