საქართელოს ეროვნული გვარდია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
ხაზი 11: | ხაზი 11: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
[[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | [[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | ||
− | + | ||
[[კატეგორია:საქართველოს შეიარაღებული ძალები]] | [[კატეგორია:საქართველოს შეიარაღებული ძალები]] |
მიმდინარე ცვლილება 14:26, 6 ივნისი 2018 მდგომარეობით
საქართელოს ეროვნული გვარდია - 1990 წლის 20 დეკემბერს საქართველოს უზენაესი საბჭოს მიერ მიღებული კანონის შესაბამისად, შეიქმნა შინაგანი ჯარები – ეროვნული გვარდია.
სახელმწიფო სამხედრო გადატრიალების შემდეგ დროებითმა მთავრობამ 1992 წლის მარტიდან აღადგინა ეროვნული გვარდიის მთავარი სამმართველო. 1993 წლის პირველ ნახევარში ეროვნული გვარდია შევიდა თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში და მის ბაზაზე შეიქმნა პირველი საარმიო კორპუსი.
ეროვნული გვარდიის ნაწილები აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ სამაჩაბლოსა და აფხაზეთში წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში. აფხაზეთის ომის შემდეგ თავდაცვის მინისტრის ბრძანებით კორპუსი გაუქმდა.
2005 წლიდან ეროვნული გვარდია საქართველოს შეიარაღებული ძალებისათვის რეზერვისტებს ამზადებს.