გრენადერები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
Labashidze (განხილვა | წვლილი) |
|||
ხაზი 15: | ხაზი 15: | ||
[[კატეგორია:შეიარაღებული ძალები]] | [[კატეგორია:შეიარაღებული ძალები]] | ||
[[კატეგორია:ქვეითი ჯარები]] | [[კატეგორია:ქვეითი ჯარები]] | ||
+ | [[კატეგორია:ჯარების გვარეობები]] |
16:46, 6 ივნისი 2018-ის ვერსია
გრენადერები - (ფრანგული grenadiers < grenade – გრანატა), ქვეითი ჯარის გვარეობა XVII-XX საუკუნეებში ევროპულ არმიებში.
თავდაპირველად გრენადერებს უწოდებდნენ გრანატმტყორცნელ ჯარისკაცებს (ასეულზე 3-4 კაცი). შემდეგ საფრანგეთისა და ევროპის სხვა ქვეყნების შეიარაღებულ ძალებში, ქვეით და ცხენოსან პოლკებში შეიქმნა ტანმაღალი და ღონიერი გრენადერების ასეულები.
XVIII საუკუნეში, როდესაც უარი თქვეს მაშინდელი პრიმიტიული და ნაკლებად ეფექტური გრანატების (ხელყუმბარების) გამოყენებაზე, გრენადერები რჩეულ საჯარისო ნაწილებად ჩამოყალიბდნენ, რომლებიც შეიარაღებითა და მოქმედების ხასიათით სხვა სამხედრო ფორმირებებისაგან არ განირჩეოდნენ. პირველი მსოფლიო ომში პოზიციური ომის თავისებურებებმა გამოიწვიეს სპეციალური გრანატმტყორცნელი გრენადერების აღორძინება.