ბირთვული აფეთქება
Labashidze (განხილვა | წვლილი) |
|||
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
+ | [[ფაილი:Epicentri.jpg|thumb|250პქ| წყალქვეშა ატომური აფეთქება]] | ||
'''ბირთვული აფეთქება''' - ბირთვულ მუხტში რეაქციის შედეგად წარმოქმნილი ნაწილაკებით გამოყოფილი კინეტიკური ენერგიის პროცესი. ხასიათდება ენერგიის მაღალი კონცენტრაციით, მისი გამოყოფის მცირე დროით, გარემოზე სხვადასხვაგვარი ზემოქმედებით; ბირთვული რეაქციის ზონაში ტემპერატურა აღწევს რამდენიმე მილიონ გრადუსს, წნევა - რამდენიმე ათას გიგაპასკალს. რეაქციის ზონიდან ენერგია გაედინება შემღწევი რადიაციით, რენტგენური გამოსხივებით, აირული ნაკადით და რადიოაქტიური პროდუქტებით. | '''ბირთვული აფეთქება''' - ბირთვულ მუხტში რეაქციის შედეგად წარმოქმნილი ნაწილაკებით გამოყოფილი კინეტიკური ენერგიის პროცესი. ხასიათდება ენერგიის მაღალი კონცენტრაციით, მისი გამოყოფის მცირე დროით, გარემოზე სხვადასხვაგვარი ზემოქმედებით; ბირთვული რეაქციის ზონაში ტემპერატურა აღწევს რამდენიმე მილიონ გრადუსს, წნევა - რამდენიმე ათას გიგაპასკალს. რეაქციის ზონიდან ენერგია გაედინება შემღწევი რადიაციით, რენტგენური გამოსხივებით, აირული ნაკადით და რადიოაქტიური პროდუქტებით. | ||
ხაზი 15: | ხაზი 16: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
− | ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი | + | [[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] |
[[კატეგორია:აფეთქება]] | [[კატეგორია:აფეთქება]] | ||
[[კატეგორია:ბირთვული აფეთქება]] | [[კატეგორია:ბირთვული აფეთქება]] | ||
[[კატეგორია:სამხედრო ტერმინები]] | [[კატეგორია:სამხედრო ტერმინები]] |
მიმდინარე ცვლილება 16:18, 11 ივნისი 2018 მდგომარეობით
ბირთვული აფეთქება - ბირთვულ მუხტში რეაქციის შედეგად წარმოქმნილი ნაწილაკებით გამოყოფილი კინეტიკური ენერგიის პროცესი. ხასიათდება ენერგიის მაღალი კონცენტრაციით, მისი გამოყოფის მცირე დროით, გარემოზე სხვადასხვაგვარი ზემოქმედებით; ბირთვული რეაქციის ზონაში ტემპერატურა აღწევს რამდენიმე მილიონ გრადუსს, წნევა - რამდენიმე ათას გიგაპასკალს. რეაქციის ზონიდან ენერგია გაედინება შემღწევი რადიაციით, რენტგენური გამოსხივებით, აირული ნაკადით და რადიოაქტიური პროდუქტებით.
[რედაქტირება] ბირთვული აფეთქების სახეები
საჰაერო - სიმაღლეზე, როდესაც მანათობელი სივრცე არ ეხება მიწის (წყლის) ზედაპირს, მაგრამ არა უმეტეს 10 კმ-ისა;
მაღლივი - დედამიწის ტროპოსფეროს საზღვრის ზევით 10 კმ-ზე მეტი;
სახმელეთო - დედამიწის ზედაპირზე, ან ისეთ სიმაღლეზე, როდესაც მანათობელი სფერო ეხება დედამიწის ზედაპირს;
მიწისქვეშა -დედამიწის სიღრმეში გრუნტის ამოხეთქვით ან მის გარეშე;
წყალქვეშა - წყლის დონეზე დაბლა.
ბირთვული აფეთქების სახეობის შესაბამისად იცვლება დამაზიანებელი ფაქტორების მოქმედება. მაგალითად, დამრტყმელი ტალღის ჭარბი წნევა სახმელეთო აფეთქების დროს უფრო მეტია, ხოლო მოქმედების რადიუსი ნაკლები საჰაერო აფეთქებასთან შედარებით; მაღლივი აფეთქება ქმნის ძლიერ ელექტრომაგნიტურ გამოსხივებას და მისი გავრცელება ხდება დიდ მანძილზე.