ყამა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 8: ხაზი 8:
 
[[ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი]]
 
[[ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი]]
  
[[კატეგორია:ეთნოგრაფია]]
+
 
 
[[კატეგორია:ცივი იარაღები]]
 
[[კატეგორია:ცივი იარაღები]]
[[კატეგორია:საბრძოლო იარაღები]]
 

მიმდინარე ცვლილება 15:36, 15 ივნისი 2018 მდგომარეობით

ყამა

ყამა - ხანჯლის ტიპის ცივი იარაღი. საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობდა აჭარული ყამა, რომელიც „ბაბასყამას“ სახელწოდებით იყო ცნობილი. ბაბასყამას პირი ფოლადისაგან მზადდებოდა, ცალლესული, ღარიანი. ზომებით მრავალნაირია. ტარი ძირითადად მზადდებოდა რქის, ძვლისა და ხისგანაც. ბაბასყამას ზოგიერთი ნიმუშის ტარის ფორმაზე შეიმჩნევა თურქული იატაგანის გავლენა, რომელიც ორკაპა ფორმით ბოლოვდება. ორკაპთან ვხვდებით ნეკის სათითურს, რომელიც ქარქაშიდან ყამის სწრაფ ამოღებას ემსახურება. ქარქაშები დამზადებულია ხისაგან, რომელზეც ძირითადად შავი ტყავია გადაკრული. ყამის ქარქაშებისთვის დამახასიათებელია ოთხ-ხუთ მწკრივად შემოვლებული სხვადასხვა ფერის (მწვანე, ყავისფერი და სხვ.) ტყავის სალტეები, რომელიც ფრაგმენტულად ჩაწნულია ქარქაშის ტყავში. აჭარულ ბაბასყამას თანამედროვე ქართველი ოსტატები ახლაც ამზადებენ.

მ.ქ.

[რედაქტირება] წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები