შურდული

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 2: ხაზი 2:
  
'''შურდული''' - ქვის სატყორცნ იარაღთა ერთ-ერთი უძველესი სახეობა, რომელსაც თავის დროზე თითქმის ყველა ხალხი იყენებდა. შურდულით გასროლილი ქვა დიდ მანძილზე მიექანებოდა და გასროლის სიძლიერითაც გამოირჩეოდა. შურდული საკმაოდ ცნობილია ქართველი ხალხის ძველ საომარ საშუალებათა შორის. შუა საუკუნეების საქართველოს ლაშქარში მეშურდულეთა საგანგებო ნაწილების არსებობას მრავალი ისტორიული წყარო აღნიშნავს. მაგ., თამარ მეფის ისტორიკოსის ცნობაში მითითებულია: „წამოდგეს ბანთა და შუაკართა ზედა ისრის მსროლელნი და ქვის მტორცნელნი“. შურდული მარტივი იარაღია, იგი სამი მთავარი ნაწილისაგან შედგება - საქვე, და ორი მანა. საქვეს ბოლოების გაგრძელებას წარმოადგენს ერთსა და იმავე მასალისაგან დაწნული ორი მანა.  
+
'''შურდული''' - ქვის სატყორცნ იარაღთა ერთ-ერთი უძველესი სახეობა, რომელსაც თავის დროზე თითქმის ყველა ხალხი იყენებდა. შურდულით გასროლილი ქვა დიდ მანძილზე მიექანებოდა და გასროლის სიძლიერითაც გამოირჩეოდა. შურდული საკმაოდ ცნობილია [[ქართველები|ქართველი]] ხალხის ძველ საომარ საშუალებათა შორის. შუა საუკუნეების [[საქართველო|საქართველოს]] ლაშქარში მეშურდულეთა საგანგებო ნაწილების არსებობას მრავალი ისტორიული წყარო აღნიშნავს. მაგ., თამარ მეფის ისტორიკოსის ცნობაში მითითებულია: „წამოდგეს ბანთა და შუაკართა ზედა ისრის მსროლელნი და ქვის მტორცნელნი“.  
 +
 
 +
შურდული მარტივი იარაღია, იგი სამი მთავარი ნაწილისაგან შედგება - საქვე, და ორი მანა. საქვეს ბოლოების გაგრძელებას წარმოადგენს ერთსა და იმავე მასალისაგან დაწნული ორი მანა.  
  
შურდულის დასამზადებლად იყენებდნენ ლაფანს (თელის, ტირიფის, თუთის და სხვა), ტყავს, შალის ქსოვილს, ძუასა და ქალის თმას. საშურდულედ უმთავრესად დეკეულის ან მოზვრის, ზოგჯერ კი ძროხისა და ხარის ტყავს ხმარობდნენ. ხევსურთა გადმოცემით შურდულს ქალის თმისაგან წნავდნენ. აღსანიშნავია, რომ ქალის თმის გამოყენება საშურდულე მასალად სხვა ხალხებშიც დასტურდება.  
 
ხაზი 17: ხაზი 19:
 
[[ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი]]
 
[[ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი]]
  
[[კატეგორია:ეთნოგრაფია]]
+
 
 +
[[კატეგორია:სატყორცნი იარაღები]]

მიმდინარე ცვლილება 15:42, 15 ივნისი 2018 მდგომარეობით

შურდული

შურდული - ქვის სატყორცნ იარაღთა ერთ-ერთი უძველესი სახეობა, რომელსაც თავის დროზე თითქმის ყველა ხალხი იყენებდა. შურდულით გასროლილი ქვა დიდ მანძილზე მიექანებოდა და გასროლის სიძლიერითაც გამოირჩეოდა. შურდული საკმაოდ ცნობილია ქართველი ხალხის ძველ საომარ საშუალებათა შორის. შუა საუკუნეების საქართველოს ლაშქარში მეშურდულეთა საგანგებო ნაწილების არსებობას მრავალი ისტორიული წყარო აღნიშნავს. მაგ., თამარ მეფის ისტორიკოსის ცნობაში მითითებულია: „წამოდგეს ბანთა და შუაკართა ზედა ისრის მსროლელნი და ქვის მტორცნელნი“.

შურდული მარტივი იარაღია, იგი სამი მთავარი ნაწილისაგან შედგება - საქვე, და ორი მანა. საქვეს ბოლოების გაგრძელებას წარმოადგენს ერთსა და იმავე მასალისაგან დაწნული ორი მანა.

შურდულის დასამზადებლად იყენებდნენ ლაფანს (თელის, ტირიფის, თუთის და სხვა), ტყავს, შალის ქსოვილს, ძუასა და ქალის თმას. საშურდულედ უმთავრესად დეკეულის ან მოზვრის, ზოგჯერ კი ძროხისა და ხარის ტყავს ხმარობდნენ. ხევსურთა გადმოცემით შურდულს ქალის თმისაგან წნავდნენ. აღსანიშნავია, რომ ქალის თმის გამოყენება საშურდულე მასალად სხვა ხალხებშიც დასტურდება.

საშურდულე ლაფანსა და ძუას ხელით წნავდნენ, ბაწარს კი ყაისნაღით ქსოვდნენ. ქვის მიზანში სროლისათვის შურდულის მანა ოთხპირა ბაწრით უნდა დაწნულიყო, ვინაიდან სამი ბაწრით გასროლილ ქვას არასწორი მიმართულება ეძლეოდა. დაახლოებით 50 სმ სიგრძის მანებს წვრიდად წნავდნენ, შემდეგ მის ერთ ბოლოს მსროლელის საჩვენებელი თითის გასაყრელად გამონასკვავდნენ. ქვის ჩასადებს - საქვეს საგანგებოდ ჩაღრმავებულს ქსოვდნენ ანდა ტყავისას აკეთებდნენ. გარდა შურდულისა, არსებობდა აგრეთვე ქვის შორს გასროლის ისეთი საშუალებაც, როდესაც ქვა ბაწარგამობმული იტყორცნებოდა, მას „კუდბაწარას“ უწოდებდნენ.

როგორც ცნობილია, ბაგრატიონები თავს მიიჩნევდნენ ებრაელთა მეფის დავითის შთამომავლებად, რომელმაც შურდულით დაამარცხა გოლიათი. ამ დამოკიდებულების ილუსტრაციაა ბაგრატიონთა სამეფო გერბში შურდულის გამოხატვის ფაქტი.

[რედაქტირება] ლიტერატურა

კ. ჩოლოყაშვილი, „შურდული“, „მეცნიერება და ტექნიკა“, №1, 1958. მ.ქ.

[რედაქტირება] წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები