აპოლინერი გიიომ
(→წყარო) |
|||
| ხაზი 12: | ხაზი 12: | ||
* XX საუკუნის ფრანგი დრამატურგები და თეატრის თეორეტიკოსები: [ცნობარი / შეადგინა ლევან ხეთაგურმა]. - თბ., 1998. - 111გვ.; 21სმ | * XX საუკუნის ფრანგი დრამატურგები და თეატრის თეორეტიკოსები: [ცნობარი / შეადგინა ლევან ხეთაგურმა]. - თბ., 1998. - 111გვ.; 21სმ | ||
| − | [[კატეგორია:ფრანგი დრამატურგები]] | + | [[კატეგორია:XX საუკუნის ფრანგი დრამატურგები]] |
| − | [[კატეგორია:ფრანგული თეატრი]] | + | [[კატეგორია:XX საუკუნის ფრანგული თეატრი]] |
| − | [[კატეგორია:ფრანგი პოეტები]] | + | [[კატეგორია:XX საუკუნის ფრანგი პოეტები]] |
| − | [[კატეგორია:ფრანგული ლიტერატურა]] | + | [[კატეგორია:XX საუკუნის ფრანგული ლიტერატურა]] |
11:49, 23 აგვისტო 2016-ის ვერსია
აპოლინერი გიიომ - (ფრ. APOLLINAIRE GUILLAUME 1880-1918) XX საუკუნის ფრანგული ლიტერატურის თვალსაჩინო მოღვაწე. გიიომ აპოლინერი დაიბადა 1880 წელს რომში. იგი რუსეთის მოქალაქის ანჟელიკა კოსტროვიცკაიას - პოლონელი ემიგრანტის ქალიშვილის (აპოლინერის ნამდვილი სახელი და გვარია - ვილჰელმ აპოლინარიუს კოსტროვიცკი - Wilhelm Apollinaris de Kostrowitzky) უკანონო შვილია. აპოლინერს ზრდიდა მამინაცვალი, - ფრანგი მარშალი დ’ოპიკომი. ბავშვობაში გიიომი მეტწილად კანში, ნიცასა და მონაკოში ცხოვრობდა. კოსტროვიცკაია ვაჟთან ერთად პარიზში მხოლოდ 1899 წელს გადადის საცხოვრებლად.
1901-1902 წწ. პერიოდულ გამოცემათა პუბლიკაციებში პირველად ჩნდება ფსევდონიმი გიიომ აპოლინერი. 1903 წელს აპოლინერი დაუახლოვდა ალფრედ ჟარის, რომლის წყალობითაც სატირისა და გროტესკის მიმართ ნამდვილ გემოვნებას იძენს. 1904 წლიდან აპოლინერი გატაცებულია კუბიზმითა და პრიმიტივიზმით (ძირითადად პიკასოს, მატისისა და რუსოს გავლენით). აპოლინერის მეგობართა რიცხვში არიან პოეტები - ბლეზ სანდერსი და მაქს ჟაკობი. აპოლინერს სიცოცხლეში მხოლოდ ორი პოეტური კრებული აქვს გამოცემული: „ალკოჰოლები“ - „Les Alcools“ (1913) და „კალიგრამები“ – „Caligrammes“ (1918). მათი გამოცემით, ინტენსიური ლიტერატურულ-კრიტიკული გამოსვლებით, ახალი შემოქმედებითი იდეებითა და რაც მნიშვნელოვანია, კრიტიკული სტატიებით, პოეტმა მნიშვნელოვნად წინ გაუსწრო დადასა და სიურრეალიზმს. აპოლინერი გადაიქცა ლიტერატურული წრის აღიარებულ ლიდერად. ამ წრეში გაერთიანებულნი იყვნენ: ანდრე ბრეტონი, პოლ ელუარი, ბენჟამენ პერები, ლუი არაგონი, ფილიპ სიუპო... უკვე გვიანდელ „ალკოჰოლებში“ (1912 წლიდან) აპოლინერი პოეტურ ტექსტში უარს ამბობს პუნქტუაციაზე. მას ეკუთვნის საინტერესო ცდები, ლექსები იდეოგრამებისა („კალიგრამები“), ტერმინი სიურრეალიზმი (თუმცა მოგვიანებით ანდრე ბრეტონს უყვარდა გამეორება, რომ ამ მხატვრული მიმართულების წინამორბედთა შორის ჟერარ დე ნერვალს განასხვავებდა სიურრეალიზმის სული, აპოლინერს კი მხოლოდ მისი ასოები).1914 წელს აპოლინერი სამხედრო სამსახურში გაიწვიეს, რასაც სწრაფად მოჰყვა მისი ფრონტზე წასვლა. თავისი მეგობრებისგან განსხვავებით ის არასოდეს ყოფილა პაციფისტი, პირიქით, მისი ომისდროინდელი პოეზიიდან მრავალი ლექსი საკმაოდ პატრიოტულიცაა. 1916 წლის მარტში თავის არეში მძიმე ჭრილობის გამო პარიზში ბრუნდება.
1917 წელს ჩნდება მისი საპროგრამო მანიფესტი „ახალი სული“, რომელშიც გაისმის პოეტის მოწოდება ახალი რეალობის, ანუ ხელოვნების მიერ სინამდვილის ახალი უბნების ათვისებისთვის. 1917 წლის ივნისში შედგა აპოლინერის სიურრეალისტური დრამის „ტირეზიას გროვები“-ს პრემიერა, ხოლო ფუტურისტული პიესა „დროთა ფერი“ 1918 წელს, გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე დაწერა.
წყარო
- XX საუკუნის ფრანგი დრამატურგები და თეატრის თეორეტიკოსები: [ცნობარი / შეადგინა ლევან ხეთაგურმა]. - თბ., 1998. - 111გვ.; 21სმ