საგანი ფრანსუაზა
(ახალი გვერდი: ფრანსუაზა საგანი '''საგანი ფრანსუაზა''' - ('...) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 8: | ხაზი 8: | ||
* XX საუკუნის ფრანგი დრამატურგები და თეატრის თეორეტიკოსები: [ცნობარი / შეადგინა ლევან ხეთაგურმა]. - თბ., 1998. - 111გვ.; 21სმ | * XX საუკუნის ფრანგი დრამატურგები და თეატრის თეორეტიკოსები: [ცნობარი / შეადგინა ლევან ხეთაგურმა]. - თბ., 1998. - 111გვ.; 21სმ | ||
| − | [[კატეგორია:ფრანგი დრამატურგები]] | + | [[კატეგორია:XX საუკუნის ფრანგი დრამატურგები]] |
| − | [[კატეგორია:ფრანგული თეატრი]] | + | [[კატეგორია:XX საუკუნის ფრანგული თეატრი]] |
[[კატეგორია:XX საუკუნის ფრანგი მწერლები]] | [[კატეგორია:XX საუკუნის ფრანგი მწერლები]] | ||
11:57, 23 აგვისტო 2016-ის ვერსია
საგანი ფრანსუაზა - (ფრ. SAGAN FRANÇOISE 1935-2004). ნამდვილი სახელი და გვარია ფრანსუაზა კუარეზი (Françoise Quoirez). XX საუკუნის ფრანგი ნოველისტი, რომანისტი და დრამატურგი ქალი.
ფრანსუაზა საგანი დაიბადა 1935 წელს ქალაქ კაშარკეში, ბურჟუაზიულ ოჯახში. სწავლობდა დახურული ტიპის კათოლიკურ სასწავლებელსა და სორბონის უნივერსიტეტის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე. 1954 წელს გამოდის მისი პირველი რომანი „სალამი, სევდავ“ („Bonjour, tristesse“), რომელმაც ხმაურიანი სენსაცია გამოიწვია ცხრამეტი წლის მწერლის სახელის გარშემო. 1954 წლიდან 1980 წლამდე გამოდის საგანის 13 რომანი. 60-იან წლებში გატაცებულია დრამატურგიით და წერს რამდენიმე კომედიას, რომლებიც პარიზის თეატრებში იდგმება. ყველაზე ცნობილი პიესებია: „შვედური ციხე-კოშკი“ („Château en Suède“, 1960, დაიდგა თეატრ ატელიეში); „ხანდახან ვიოლინოები“ („Les Violons parfois“, 1961, დაიდგა ჟიმნაზის თეატრში); „გულწრფელი ცხენი“, 1967; „როიალი ბალახში“ („Un Piano dans l’herbe“, 1970; ორივე თეატრ ატელიეში დაიდგა). საგანის შემოქმედებაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პიესაა „ვალენტინის იასამნისფერი კაბა“ („La Robe mauve de Valentine“). კომედია პირველად ნაჩვენები იყო 1963 წელს ამბასადერის თეატრის სცენაზე. დადგმა განახორციელა რეჟისორმა ივ რობერმა. საგანი ხშირად თანამშრომლობს კინემატოგრაფისტებთან. მისი მრავალი ნაწარმოები ეკრანიზებულია. ფარნსუაზა საგანს მიღებული აქვს ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში.
წყარო
- XX საუკუნის ფრანგი დრამატურგები და თეატრის თეორეტიკოსები: [ცნობარი / შეადგინა ლევან ხეთაგურმა]. - თბ., 1998. - 111გვ.; 21სმ
