ანტიოქე V ევპატორი
| ხაზი 11: | ხაზი 11: | ||
[[ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია]] | [[ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია]] | ||
| − | + | [[კატეგორია:სირიის მეფეები]] | |
| − | [[კატეგორია:სირიის | + | |
[[კატეგორია:ბიბლიური მეფეები]] | [[კატეგორია:ბიბლიური მეფეები]] | ||
[[კატეგორია:სელევკიდები]] | [[კატეგორია:სელევკიდები]] | ||
12:04, 26 ივნისი 2018-ის ვერსია
ანტიოქე V ევპატორი - (დაახლ. ძვ.წ. 173-162) – სირიის მეფე სელევკიდების დინასტიიდან. ანტიოქე IV ეპიფანეს ვაჟი.
ანტიოქე V სულ 9 წლის იყო როდესაც ტახტზე ავიდა. მის რეგენტად დანიშნული იყო ერთ-ერთი სირიელი სარდალი, ლისია, რომელიც ანტიოქე IV-ს თავის არყოფნაში სირიის მმართველად ჰყავდა დაყენებული. ლისია შეეცადა ანტიოქე IV-ის პოლიტიკა გაეგრძელებინა, მაგრამ მისი მმართველობა არ გამოდგა მტკიცე. სირიის სამეფოს რომის რესპუბლიკა აკონტროლებდა. რომაელები ლისიას ემუქრებოდნენ, რომ სირიის ტახტის ჭეშმარიტ მემკვიდრეს, სელევკოს IV ფილოპატორის ძეს, დემეტრიუს I სოტერს გაანთავისუფლებდნენ, რომელიც მაშინვე შეეცილებოდა ცბიერ სირიელ სარდალს ძალაუფლების ხელში ჩაგდებაში.
ლისია შეეცადა იუდეაში ხასმონეების (მაკაბელების) აჯანყება ჩაეხშო და პალესტინის სამხრეთი მხარე დაემორჩილებინა, მაგრამ მისი მცდელობა (მიუხედავად იმისა, რომ იუდეველები ბრძოლაშიც დაამარცხა), წარუმატებელი გამოდგა. ლისია იძულებული გახდა ძვ.წ. 162 წელს ებრაელებისთვის რელიგიური თავისუფლება მიენიჭებინა.
ლისიას ძალაუფლება ნელ-ნელა შესუსტდა. მან ვერ (არ) გაუწია წინააღმდეგობა პართიელებს და პართიის ჯარებმა დალაშქრეს სირიის სამეფოს აღმოსავლეთ ტერიტორიები. იმავე წელს რომის ტყვეობიდან დაბრუნდა დემეტრიუს I სოტერი, რომელმაც დახოცა ლისია, ანტიოქე V ევპატორი და სირიის იმპერიის ერთპიროვნული მმართველი გახდა.