ელამი (სახელმწიფო)
(ახალი გვერდი: '''ელამი''' – უძველესი სახელმწიფო, რომელიც მდებარეობდა სპარს...) |
(→წყარო) |
||
| (ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 12: | ხაზი 12: | ||
[[ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია]] | [[ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია]] | ||
[[კატეგორია:ისტორიული სახელმწიფოები]] | [[კატეგორია:ისტორიული სახელმწიფოები]] | ||
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:ქვეყნები ბიბლიაში]] |
| − | + | [[კატეგორია:ახლო აღმოსავლეთის ისტორია]] | |
მიმდინარე ცვლილება 16:26, 29 ივნისი 2018 მდგომარეობით
ელამი – უძველესი სახელმწიფო, რომელიც მდებარეობდა სპარსეთის ყურის ჩრდილო-აღმოსავლეთით დღევანდელი ირანის ტერიტორიაზე. სახელმწიფოს დედაქალაქი სუზა იყო.
ბიბლიაში ელამელები მოიხსენიებიან, როგორც ელამის შთამომავლები. ელამელები გამოირჩეოდნენ სიმამაცით და მტერს უკანასკნელ სისხლის წვეთამდე ებრძოდნენ. ისინი არ ეპუებოდნენ ისეთ ძლიერ მოწინააღმდეგებს, როგორებიც იყვნენ ასურელები და ბაბილონელები და მიდიელებთან ერთად ცდილობდნენ მათგან საფრთხის არიდებას.
ელამელების ყველაზე ძლევამოსილი მმართველი კედორლაომერი იყო, რომელიც სახელმწიფოს ჭკვიანურად მართავდა და ომებსაც წარმატებით აწარმოებდა. მოგვიანებით სპარსეთის სამეფოს ძლიერების ხანაში ელამის დედაქალაქი სუზა მთელი სპარსული იმპერიის დედაქალაქი გახდა.
ბიბლიის მწერლები ელამელებს მოიხსენიებენ მამაც და მეომარ ხალხად, რომლებიც კარგად ფლობენ მშვილდ-ისარს და მტრისათვის ყოველთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენენ. ელამის სამეფომ დამოუკიდებლად დიდხანს ვერ გაძლო და სპარსეთის იმპერიაში გააგრძელა განვითარება. სპარსელებმა ელამი ერთ-ერთ უმთავრეს სატრაპიად აქციეს და მის აღმშენებლობაზე ბევრი იზრუნეს.