ახაზია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 10: ხაზი 10:
 
==წყარო==
 
==წყარო==
 
[[ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია]]
 
[[ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია]]
[[კატეგორია:ბიბლიური პერსონაჟები]]
+
 
[[კატეგორია:ბიბლიური მეფეები]]
+
[[კატეგორია:მეფეები ბიბლიაში]]
 
[[კატეგორია:ისრაელის მეფეები]]
 
[[კატეგორია:ისრაელის მეფეები]]
 
[[კატეგორია:ებრაელთა ისტორია]]
 
[[კატეგორია:ებრაელთა ისტორია]]

10:21, 3 ივლისი 2018-ის ვერსია

ახაზია, ისრაელის მეფე

ახაზია - (ძვ.წ. 850-849) – ისრაელის მეფე, აქაბის ძე. ახაზია მამამისის პოლიტიკას აგრძელებდა ქვეყანაში და ამავე დროს დედამისის, იზაბელის გავლენის ქვეშ იყო მოქცეული. მისი მმართველობის პერიოდში ისრაელის მოაბელები აუჯანყდნენ და ხარკის გადახდაზე უარი განაცხადეს. აქაბის არამელებთან დამარცხების შემდეგ ახაზიას არ შეეძლო იარაღის ძალით მოქმედება და მოაბელების აჯანყების ჩახშობა სხვა დროისთვის გადასდო.

ახაზიას მმართველობა ხანმოკლე გამოდგა. ერთხელ ის სასახლის სარკმლიდან გადმოვარდა და მძიმედ დაშავდა. მეფემ ხალხი გაგზავნა ყეკრონის ღვთაება ბაალ-ზეეუვის ქურუმებთან და მათთვის ეკითხათ გამოჯანმრთელდებოდა თუ არა. ბიბლიის მიხედვით მეფის ხალხს წინასწარმეტყველი ელია შეხვდა, რომელმაც წარმართობის გამო შერისხა მეფე და სიკვდილი უწინასწარმეტყველა. განრისხებულმა ახაზიამ მისი შეპყრობა ბრძანა, მაგრამ მისი ბრძანება ვერ შესრულდა. ბიბლიის მიხედვით თვითონ ელია მივიდა მეფესთან და მას კიდევ ერთხელ უწინასწარმეტყველა სიკვდილი. ახაზიას ვაჟი არ ჰყავდა და ტახტზე მისი ძმა, იორამი ავიდა.



წყარო

ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები