ზიმრი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
| ხაზი 10: | ხაზი 10: | ||
[[კატეგორია:ისრაელის მეფეები]] | [[კატეგორია:ისრაელის მეფეები]] | ||
[[კატეგორია:ებრაელთა ისტორია]] | [[კატეგორია:ებრაელთა ისტორია]] | ||
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:ისრაელის სამეფოს სამხედრო მოღვაწეები]] |
10:25, 3 ივლისი 2018-ის ვერსია
ზიმრი - (ძვ.წ. 876) – ისრაელის მეფე, ელახ ვაასას ძის ეტლების შენაერთების მეთაური. ელახის მკვლელობის შემდეგ ზიმრიმ თავი მეფედ გამოაცხადა, მაგრამ როდესაც ცნობა ელახის სიკვდილის შესახებ ქალაქ გიბტონის მოალყე ისრაელთა ჯარს მიუვიდა, მათ მეფედ პოპულარული მთავარსარდალი, ომრი აირჩიეს. ომრის ჯარმა შეწყვიტა ქალაქის ალყა, დაიძრა ტირსასკენ და მალე დაუეფლა კიდეც ქალაქს. როდესაც ზიმრი მიხვდა, რომ გადარჩენის შანსი აღარ ჰქონდა, საკუთარი სასახლისთვის ცეცხლის გაჩენა ბრძანა და თვითონაც შიგ ჩაიწვა. მისმა მეფობამ სულ 7 დღე გასტანა. ისრაელის ტახტზე ომრი ავიდა.