ახაზია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:Ahaziah.jpg|thumb|250პქ|ახაზია, ისრაელის მეფე]]
 
'''ახაზია''' - (ძვ.წ. 850-849) – [[ისრაელი|ისრაელის]] მეფე, [[აქაბი|აქაბის]] ძე. ახაზია მამამისის პოლიტიკას აგრძელებდა ქვეყანაში და ამავე დროს დედამისის, იზაბელის გავლენის ქვეშ იყო მოქცეული. მისი მმართველობის პერიოდში ისრაელის მოაბელები აუჯანყდნენ და ხარკის გადახდაზე უარი განაცხადეს. აქაბის არამელებთან დამარცხების შემდეგ ახაზიას არ შეეძლო [[იარაღი (იურიდიული)|იარაღის]] ძალით მოქმედება და მოაბელების [[აჯანყება|აჯანყების]] ჩახშობა სხვა დროისთვის გადასდო.  
 
მიმდინარე ცვლილება 13:16, 3 ივლისი 2018 მდგომარეობით

ახაზია, ისრაელის მეფე

ახაზია - (ძვ.წ. 850-849) – ისრაელის მეფე, აქაბის ძე. ახაზია მამამისის პოლიტიკას აგრძელებდა ქვეყანაში და ამავე დროს დედამისის, იზაბელის გავლენის ქვეშ იყო მოქცეული. მისი მმართველობის პერიოდში ისრაელის მოაბელები აუჯანყდნენ და ხარკის გადახდაზე უარი განაცხადეს. აქაბის არამელებთან დამარცხების შემდეგ ახაზიას არ შეეძლო იარაღის ძალით მოქმედება და მოაბელების აჯანყების ჩახშობა სხვა დროისთვის გადასდო.

ახაზიას მმართველობა ხანმოკლე გამოდგა. ერთხელ ის სასახლის სარკმლიდან გადმოვარდა და მძიმედ დაშავდა. მეფემ ხალხი გაგზავნა ყეკრონის ღვთაება ბაალ-ზეეუვის ქურუმებთან და მათთვის ეკითხათ გამოჯანმრთელდებოდა თუ არა. ბიბლიის მიხედვით მეფის ხალხს წინასწარმეტყველი ელია შეხვდა, რომელმაც წარმართობის გამო შერისხა მეფე და სიკვდილი უწინასწარმეტყველა. განრისხებულმა ახაზიამ მისი შეპყრობა ბრძანა, მაგრამ მისი ბრძანება ვერ შესრულდა. ბიბლიის მიხედვით თვითონ ელია მივიდა მეფესთან და მას კიდევ ერთხელ უწინასწარმეტყველა სიკვდილი. ახაზიას ვაჟი არ ჰყავდა და ტახტზე მისი ძმა, იორამი ავიდა.

[რედაქტირება] წყარო

ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები