კაზაკები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''კაზაკობა''' - გასამხედროებული ფენა მეფის რუსეთში XVIII–XX საუკუ...)
 
 
(ერთი მომხმარებლის 5 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''კაზაკობა''' -  გასამხედროებული ფენა მეფის რუსეთში XVIII–XX საუკუნეების დასაწყისში.
+
'''კაზაკობა''' -  გასამხედროებული ფენა მეფის [[რუსეთი|რუსეთში]] XVIII–XX საუკუნეების დასაწყისში.
  
პირველად კაზაკები XIV საუკუნეში მოიხსენიებიან, როგორც დაქირავებული მეომრები საზღვრისპირა რაიონებში. XV_XVI საუკუნეებში სტეპების ზონაში, მდინარე დნეპრის, დონის, ვოლგის, ურალის, თერგის ნაპირებზე კაზაკთა გასამხედროებული თვითმმართველი თემები ჩამოყალიბდა, რომელთა შევსება ძირითადად გაქცეული გლეხებით ხდებოდა. [[რუსეთი|რუსეთის]] ხელისუფლება ცდილობდა კაზაკობა საზღვრების დასაცავად და [[სამხედრო სამსახური|სამხედრო სამსახურისათვის]] გამოეყენებინა. XVIII საუკუნისათვის სახელმწიფომ დაიმორჩილა კაზაკები და გადააქცია
+
თავდაპირველად ტერმინი კაზაკი, თავისუფალ,  უბატონო კაცს, თავზეხელაღებულს აღნიშნავდა. ესაა ადამიანი, რომელმაც კავშირი გაწყვიტა თავის სოციალურ გარემოსთან (XIV–XVIIსს.). რუსეთსა და [[უკრაინა|უკრაინაში]] ამ „თავისუფალი ხალხისაგან“ განსხვავებული სოციალური წოდება ჩამოყალიბდა და სიტყვამაც უფრო კონკრეტული მნიშვნელობა მიიღო. XV ს. ბოლოდან კაზაკები ეწოდებოდა რუსეთის სახელმწიფოს განაპირა მხარეების თავისუფალ მოსახლეობას.
ისინი პრივილეგირებულ [[სამხედრო წოდებები|სამხედრო წოდებად]].  
+
 
 +
ბატონყმური ჩაგვრის გაძლიერებამ XV–XVI სს. გამოიწვია გლეხთა მასობრივი გაქცევა სახელმწიფოს საზღვრებს გარეთ, უპირატესად სამხრეთის აუთვისებელ მიწებზე – დონის, ვოლგის, იაიკის (ურალის) აუზებში. ასე წარმოიშვა კაზაკობა, როგორც გარკვეული სოციალური მოძრაობა.
 +
 
 +
მეზობელი ფეოდალური სახელმწიფოებისა და მომთაბარეების წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობამ განაპირობა კაზაკების გაერთიანება [[სამხედრო ორგანიზაცია|სამხედრო ორგანიზაციებში]]. ასე წარმოიქმნა XVIს. II ნახევარში დონის, ვოლგის, დნეპრის, გრებენის და იაიკის კაზაკთა გასამხედროებული თემები.
 +
 
 +
კაზაკ-რუსების ცხოვრების სახსარს ნადირობა, თევზჭერა და მესაქონლეობა შეადგენდა. მიწათმოქმედებას მათ შედარებით გვიან, XVIIს. II ნახევრიდან მიჰყვეს ხელი. შემოსავლის მნიშვნელოვანი წყარო იყო სამხედრო ნადავლი და მოგვიანებით, რუსეთის მთავრობის ჯამაგირი.
 +
რუსეთის ხელისუფლება ცდილობდა გამოეყენებინა კაზაკობა საზღვრების განსამტკიცებლად, ახალი ტერიტორიების დასაპყრობად, გარეშე მტრებთან [[ბრძოლა|ბრძოლაში]]. ამიტომ რუსეთის ხელისუფლება მათ სისტემატურად უგზავნიდა ჯამაგირს და [[იარაღი (იურიდიული)|იარაღს]].  
 +
 
 +
კაზაკები მონაწილეობდნენ თავისუფალი ტერიტორიების ათვისებაში, მათ დიდი წვლილი შეიტანეს რუსეთის წინსვლაში ციმბირსა და შორეულ აღმოსავლეთში, ოსმალეთის [[აგრესია|აგრესიის]] წინააღმდეგ ბრძოლაში XVI-XVIIსს. (ამ მიზნით დნეპრისა და დონის კაზაკები არაერთხელ დაკავშირებიან ქართველ მეფე-მთავრებსაც, განსაკუთრებით XVII საუკუნეში).
 +
 
 +
XVIIIს. დასაწყისში კაზაკთა თემები მათი საცხოვრისის მიხედვით კაზაკთა [[ჯარები|ჯარებად]] ([[ირეგულარული ჯარები]]) გააერთიანეს და სამხედრო უწყებას დაუმორჩილეს. XVIII-XIXსს. შეიქმნა კაზაკთა ჯარის ახალი სახეობა, რომელიც მთლიანად სამხედრო უწყებას დაექვემდებარა.
 +
 
 +
მაღალი სამხედრო მომზადებისა და ტრადიციების მქონე კაზაკობა XVII-XIXსს. მნიშვნელოვან როლს ასრულებდა რუსეთის [[ომი|ომებში]]. [[სამხედრო სამსახური|სამხედრო სამსახურში]] კაზაკი თავისი ცხენ-იარაღით უნდა გამოცხადებულიყო. სამხედრო სამსახურისათვის კაზაკთა სოფლებს – სტანიცებს თავ-თავისი ადგილ-მამულები უსასყიდლოდ ჰქონდათ მიკუთვნებული. ასე ჩამოყალიბდა XVIII-XIXსს. რუსეთში კაზაკობა სამხედრო ფენად. ქართულ ლიტერატურაში, ისევე როგორც ხალხურ პოეზიაში, რუსული „კაზაკის“ შესატყვისად ჩვეულებრივ „ყაზახი“ იყო გაბატონებული. ორივე ვარიანტი დასაშვებადაა მიჩნეული, თუმცა უპირატესობა „კაზაკს“ აქვს მინიჭებული, რისი ერთ-ერთი მიზეზიც გახდა XXს. 30-იან წლებში შუა [[აზია|აზიაში]] ფაქტობრივად ახალი ეროვნების – ყაზახების ჩამოყალიბება.
  
 
XX საუკუნისათვის [[რუსეთის იმპერია|რუსეთის იმპერიაში]] არსებობდა კაზაკთა 11 ლაშქარი (დონის, ყუბანის, ორენბურგის, თერგის, ამურის
 
XX საუკუნისათვის [[რუსეთის იმპერია|რუსეთის იმპერიაში]] არსებობდა კაზაკთა 11 ლაშქარი (დონის, ყუბანის, ორენბურგის, თერგის, ამურის
ხაზი 13: ხაზი 25:
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
[[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
+
* [[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
 +
* ხორავა ბეჟან. აფხაზთა 1867 წლის მუჰაჯირობა; არტანუჯი, 2004
 
[[კატეგორია:სამხედრო წოდებები]]
 
[[კატეგორია:სამხედრო წოდებები]]
[[კატეგორია:სამხედრო ტერმინები]]
+
[[კატეგორია:სამხედრო მოსამსახურეები]]

მიმდინარე ცვლილება 13:46, 6 ივლისი 2018 მდგომარეობით

კაზაკობა - გასამხედროებული ფენა მეფის რუსეთში XVIII–XX საუკუნეების დასაწყისში.

თავდაპირველად ტერმინი კაზაკი, თავისუფალ, უბატონო კაცს, თავზეხელაღებულს აღნიშნავდა. ესაა ადამიანი, რომელმაც კავშირი გაწყვიტა თავის სოციალურ გარემოსთან (XIV–XVIIსს.). რუსეთსა და უკრაინაში ამ „თავისუფალი ხალხისაგან“ განსხვავებული სოციალური წოდება ჩამოყალიბდა და სიტყვამაც უფრო კონკრეტული მნიშვნელობა მიიღო. XV ს. ბოლოდან კაზაკები ეწოდებოდა რუსეთის სახელმწიფოს განაპირა მხარეების თავისუფალ მოსახლეობას.

ბატონყმური ჩაგვრის გაძლიერებამ XV–XVI სს. გამოიწვია გლეხთა მასობრივი გაქცევა სახელმწიფოს საზღვრებს გარეთ, უპირატესად სამხრეთის აუთვისებელ მიწებზე – დონის, ვოლგის, იაიკის (ურალის) აუზებში. ასე წარმოიშვა კაზაკობა, როგორც გარკვეული სოციალური მოძრაობა.

მეზობელი ფეოდალური სახელმწიფოებისა და მომთაბარეების წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობამ განაპირობა კაზაკების გაერთიანება სამხედრო ორგანიზაციებში. ასე წარმოიქმნა XVIს. II ნახევარში დონის, ვოლგის, დნეპრის, გრებენის და იაიკის კაზაკთა გასამხედროებული თემები.

კაზაკ-რუსების ცხოვრების სახსარს ნადირობა, თევზჭერა და მესაქონლეობა შეადგენდა. მიწათმოქმედებას მათ შედარებით გვიან, XVIIს. II ნახევრიდან მიჰყვეს ხელი. შემოსავლის მნიშვნელოვანი წყარო იყო სამხედრო ნადავლი და მოგვიანებით, რუსეთის მთავრობის ჯამაგირი. რუსეთის ხელისუფლება ცდილობდა გამოეყენებინა კაზაკობა საზღვრების განსამტკიცებლად, ახალი ტერიტორიების დასაპყრობად, გარეშე მტრებთან ბრძოლაში. ამიტომ რუსეთის ხელისუფლება მათ სისტემატურად უგზავნიდა ჯამაგირს და იარაღს.

კაზაკები მონაწილეობდნენ თავისუფალი ტერიტორიების ათვისებაში, მათ დიდი წვლილი შეიტანეს რუსეთის წინსვლაში ციმბირსა და შორეულ აღმოსავლეთში, ოსმალეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში XVI-XVIIსს. (ამ მიზნით დნეპრისა და დონის კაზაკები არაერთხელ დაკავშირებიან ქართველ მეფე-მთავრებსაც, განსაკუთრებით XVII საუკუნეში).

XVIIIს. დასაწყისში კაზაკთა თემები მათი საცხოვრისის მიხედვით კაზაკთა ჯარებად (ირეგულარული ჯარები) გააერთიანეს და სამხედრო უწყებას დაუმორჩილეს. XVIII-XIXსს. შეიქმნა კაზაკთა ჯარის ახალი სახეობა, რომელიც მთლიანად სამხედრო უწყებას დაექვემდებარა.

მაღალი სამხედრო მომზადებისა და ტრადიციების მქონე კაზაკობა XVII-XIXსს. მნიშვნელოვან როლს ასრულებდა რუსეთის ომებში. სამხედრო სამსახურში კაზაკი თავისი ცხენ-იარაღით უნდა გამოცხადებულიყო. სამხედრო სამსახურისათვის კაზაკთა სოფლებს – სტანიცებს თავ-თავისი ადგილ-მამულები უსასყიდლოდ ჰქონდათ მიკუთვნებული. ასე ჩამოყალიბდა XVIII-XIXსს. რუსეთში კაზაკობა სამხედრო ფენად. ქართულ ლიტერატურაში, ისევე როგორც ხალხურ პოეზიაში, რუსული „კაზაკის“ შესატყვისად ჩვეულებრივ „ყაზახი“ იყო გაბატონებული. ორივე ვარიანტი დასაშვებადაა მიჩნეული, თუმცა უპირატესობა „კაზაკს“ აქვს მინიჭებული, რისი ერთ-ერთი მიზეზიც გახდა XXს. 30-იან წლებში შუა აზიაში ფაქტობრივად ახალი ეროვნების – ყაზახების ჩამოყალიბება.

XX საუკუნისათვის რუსეთის იმპერიაში არსებობდა კაზაკთა 11 ლაშქარი (დონის, ყუბანის, ორენბურგის, თერგის, ამურის და სხვა), რომელთაგან პირველი მსოფლიო ომის ფრონტებზე 300 ათ. კაცი იბრძოდა. 1920 წელს კაზაკობა, როგორც სოციალური ფენა, საბჭოთა ხელისუფლებამ გააუქმა.



[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები