ფაყო
(ახალი გვერდი: '''ფაყო / ფაჭო''' (ადღ. Пэкъуэ/ПакIо) – ჩერქეზული ნართული ეპოსის ეპიზო...) |
15:20, 11 ივლისი 2018-ის ვერსია
ფაყო / ფაჭო (ადღ. Пэкъуэ/ПакIо) – ჩერქეზული ნართული ეპოსის ეპიზოდური პერსონაჟი, ბუნებისა და ადამიანთა საზოგადოების მტრულ ძალთა განსახიერება, ნართების ანტაგონისტი. არის მამრობითი სქესის ანთროპომორფული პერსონაჟი (ეპითეტით „ვაციწვერა“). ემორჩილება მრისხანე ბღეჟთა (არწივთა) ლაშქარი. ცხოვრობს ზეცაში, საიდანაც არწივზე მჯდარი პერიოდულად მეხთატეხით მოფრინავს დედამიწაზე, ხან წყალდიდობას, ხან გვალვასა და შიმშილს მოავლენს, ხანაც ქალებისა და საქონლის უნაყოფობას იწვევს; ნართებს სტაცებს ცეცხლს, ძარცვავს და ატყვევებს ადამიანებს, რათა ისინი ბღეჟებს შეაჭამოს.
თქმულების ზოგიერთი ვერსიით, ფაყომ ოშხამახოზე (იალბუზზე) მიაჯაჭვა ცეცხლის დასაბრუნებლად დადევნებული ნასრენ-ჟაჭე და მიუშვა მრისხანე არწივი, რომელიც ნართ გმირს შიშველ მკერდს უგლეჯს, ღვიძლს უკორტნის და სისხლს სწოვს. ვერაფერი მოუხერხეს ნართებმა თავიანთ დაუძინებელ მტერს, რომელმაც მათი მრავალი თანამოძმე სიცოცხლეს გამოასალმა. მხოლოდ ვაზირმესმა შეძლო, შეჭრილიყო ფაყოს ზეციურ სასახლეში და მისთვის თავი წაეცალა.
ლიტერატურა
- Нартхэр. Адыгэ эпос. Т. 5. Мыекъ-уапэ, 1970;
- М. И. Мижаев. Пако // Мифы народов мира. Т. 2. М., 1982;
- Куëк А. С. Мифические образы адыгского эпоса «Нартхэр» // Мир культуры адыгов (проблемы эволюции и целостности). Составитель и научный редактор Р. А. Ханаху. Майкопб 2002;
- Мыжей М., Пащты М. Адыгэ мифологием и энциклопедие. Тхьэхэр, лIыхъужьхэр, культхэр, нэщэнэхэр. Черкесск-Нальшык-Мейкъуапэ.2012.