დიგორი ზადი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''დიგორი ზად-ი / დიგორი ვასგერგი''' ''(ოს. Дигори зæд – „დიგორის მწინ...)
 
(მომხმარებელმა Echelidze გვერდი „დიგორი ზადი“ გადაიტანა გვერდზე „დიგორი ვასგერგი“)

16:04, 13 ივლისი 2018-ის ვერსია

დიგორი ზად-ი / დიგორი ვასგერგი (ოს. Дигори зæд – „დიგორის მწინდანი“; Дигори Уасгерги – „დიგორის წმ. გიორგი“) — დიგორელ ოსთა ერთ-ერთი უმთავრესი ღვთაება, რომლის თაყვანისცემა როგორც ჩანს, წმ. გიორგის კულტს უკავშირდება. აღნიშნული ღვთაების ადგილსამყოფელი ოსების რწმენით, არის სოფ. ზადელსკთან ახლომდებარე კლდოვანი მთის მღვიმე, რომელიც მისი სახელობის სამლოცველოს წარმოადგენს.

დიგორი ზადის დღესასწაული ყოველი წლის 15 იანვარს იწყება და მთელი ერთი კვირა გრძელდება. საამდღისოდ ყოველი ოჯახი ღვთაებას ცხვარს ან ბატკანს სწირავს და ხეობის მფარველს უხვმოსავლიან წელიწადს, საქონლის გამრავლებას, ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას შესთხოვს.

დიგორი ზადის კულტი დიგორელ ოსთა ეთნოგრაფიული ჯგუფის ჩამოყალიბების პროცესში ჩანს დაფუძნებული.


ლიტერატურა

  • Кобычев В. Н. Дигори- зæд // ПИИЭ. 1974. М., 1975;
  • Осетинские обычаи. Сост. Г. Агнаев. Дзауджикау, 1999.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები [[კატეგორია:

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები