ობსესიური აზრები ანუ გონებრივი ცოხნა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ობსესიური (აკვიატებული) აზრები ანუ „გონებრივი ცოხნა“''' - (F42.0)...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ობსესიური აზრები ანუ გონებრივი ცოხნა“ გადაიტანა გვერდზე „[[აკვი...) |
13:56, 30 ივლისი 2018-ის ვერსია
ობსესიური (აკვიატებული) აზრები ანუ „გონებრივი ცოხნა“ - (F42.0), (obsessional thoughts or ruminations), აკვიატებული აზრები, წარმოდგენები ან რაიმე მოქმედების სურვილი, თითქმის ყოველთვის უსიამოვნოა ადამიანისთვის. ზოგჯერ ეს აზრები წარმოადგენს ალტერნატივათა შედარების დაუსრულებელ პროცესს, რასაც პრობლემის გადაჭრა არ მოსდევს, ამასთან, ინდივიდს არ ძალუძს მიიღოს აუცილებელი უმარტივესი გადაწყვეტილება, დაკავშირებული ყოველდღიურ, ტრივიალურ პრობლემებთან. განსაკუთრებით მჭიდროა კავშირი დეპრესიასა და აზრთა ტკეპნას შორის.