მავედრებელი ქალები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''მავედრებელი ქალები''' - ძველი ბერძენი დრამატურგის [[ესქილე|ე...)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 
'''მავედრებელი ქალები''' - ძველი ბერძენი დრამატურგის [[ესქილე|ესქილეს]] [[ტრაგედია]]. პირველად დაიდგა ძვ. წ. 462 წელს.
 
'''მავედრებელი ქალები''' - ძველი ბერძენი დრამატურგის [[ესქილე|ესქილეს]] [[ტრაგედია]]. პირველად დაიდგა ძვ. წ. 462 წელს.
  
სქილეს "მავედრებელი ქალები" აგებულია [[დანაიდები|დანაიდების]] მითის საფუძველზე. ტრაგედიის მოქმედება წარმოებს არგოსში, [[ჰერა|ჰერას]] ტაძრის წინ. ამ ტრაგედიაში მოქმედება საკმაოდ სუსტად არის განვითარებული, იგი ასახავს ტრაგედიის განვითარების იმ ეტაპს, როდესაც ლირიკულ ელემენტს ჯერ კიდევ  დიდი ადგილი ეკავა და საგუნდო პარტიები ტრაგედიის მთავარ ნაწილს შეადგენდა. "მავედრებელ ქალებში" 1078 ტაეპიდან 650 დანაიდების გუნდის სიმღერაა.
+
ესქილეს "მავედრებელი ქალები" აგებულია [[დანაიდები|დანაიდების]] მითის საფუძველზე. ტრაგედიის მოქმედება წარმოებს არგოსში, [[ჰერა|ჰერას]] ტაძრის წინ. ამ ტრაგედიაში მოქმედება საკმაოდ სუსტად არის განვითარებული, იგი ასახავს ტრაგედიის განვითარების იმ ეტაპს, როდესაც ლირიკულ ელემენტს ჯერ კიდევ  დიდი ადგილი ეკავა და საგუნდო პარტიები ტრაგედიის მთავარ ნაწილს შეადგენდა. "მავედრებელ ქალებში" 1078 ტაეპიდან 650 დანაიდების გუნდის სიმღერაა.
  
ტრაგედიაში პოეტი ატარებს ორ იდეას: სტუმართმოყვარეობის იდეას და სახელმწიფო უფლებების იდეას. სტუმარტმოყვარეობის იდეა თვით მითშია მოცემული (ყოველი მეფის მოვალეობაა მიიღოს სტუმარი და იზრუნოს მასზე), ხოლო იდეა სახელმწიფო უფლებისა, ესქილეს იდეაა. ამით ის პასუხობს თავისი დროის საჭიროებას.
 
14:06, 6 სექტემბერი 2016-ის ვერსია

მავედრებელი ქალები - ძველი ბერძენი დრამატურგის ესქილეს ტრაგედია. პირველად დაიდგა ძვ. წ. 462 წელს.

ესქილეს "მავედრებელი ქალები" აგებულია დანაიდების მითის საფუძველზე. ტრაგედიის მოქმედება წარმოებს არგოსში, ჰერას ტაძრის წინ. ამ ტრაგედიაში მოქმედება საკმაოდ სუსტად არის განვითარებული, იგი ასახავს ტრაგედიის განვითარების იმ ეტაპს, როდესაც ლირიკულ ელემენტს ჯერ კიდევ დიდი ადგილი ეკავა და საგუნდო პარტიები ტრაგედიის მთავარ ნაწილს შეადგენდა. "მავედრებელ ქალებში" 1078 ტაეპიდან 650 დანაიდების გუნდის სიმღერაა.

ტრაგედიაში პოეტი ატარებს ორ იდეას: სტუმართმოყვარეობის იდეას და სახელმწიფო უფლებების იდეას. სტუმარტმოყვარეობის იდეა თვით მითშია მოცემული (ყოველი მეფის მოვალეობაა მიიღოს სტუმარი და იზრუნოს მასზე), ხოლო იდეა სახელმწიფო უფლებისა, ესქილეს იდეაა. ამით ის პასუხობს თავისი დროის საჭიროებას.

ტრაგედია ძვ. წ. 462 წელს დაიდგა, როდესაც ბერძნებს ათენელების მეთაურობით გადამწყვეტი ბრძოლები ჰქონდათ სპარსელებთან. სპარსელების წინააღმდეგ შეკავშირებულ ბერძნულ პოლისებს ერთმანეთთან ხელშეკრულებები ჰქონდათ დადებული. საჭირო იყო ყველას დაეცვა ხელშეკრულება: ხელშეკრულების დარღვევა გამოიწვევდა სახელმწიფოთა შორის მშვიდობიანი ურთიერთობების დარღვევას. სწორედ სახელმწიფო უფლებების დაცვას ემსახურება არაერთი ადგილი ესქილეს ამ ტრაგედიაში.

წყარო

  • ყაუხჩიშვილი, სიმონ, ანტიკური ლიტერატურის ისტორია.
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები