ანუნაქები
(ახალი გვერდი: '''ანუნაქები''' – ''(შუმ. ბაბილონ.)'' დაბალი რანგის ღვთაებათა კრებუ...) |
|||
| ხაზი 18: | ხაზი 18: | ||
გილგამეშის ეპოსში ანუნაქები შემდეგ კონტექსტში არიან | გილგამეშის ეპოსში ანუნაქები შემდეგ კონტექსტში არიან | ||
| − | ნახსენები: „ანუნაქები, დიდი ღმერთები იკრიბებიან; მამეთუ | + | ნახსენები: „ანუნაქები, დიდი ღმერთები იკრიბებიან; [[მამეთუ]] |
– ბედისწერის შემქმნელი, მათთან ერთად ბედისწერას გადაწყვეტს; | – ბედისწერის შემქმნელი, მათთან ერთად ბედისწერას გადაწყვეტს; | ||
დაადგენენ სიკვდილ-სიცოცხლეს, სიკვდილის დღეს | დაადგენენ სიკვდილ-სიცოცხლეს, სიკვდილის დღეს | ||
16:12, 8 სექტემბერი 2016-ის ვერსია
ანუნაქები – (შუმ. ბაბილონ.) დაბალი რანგის ღვთაებათა კრებული, რომელიც დაკავშირებულია ხთონურ (მიწის) სამყაროსთან.
მათი სამყოფელია ქვესკნელი, სადაც ისინი ერეშქიგალის განგებით მკვდართა სამართალს არჩევენ.
ბაბილონური კოსმოგონიის მიხედვით მარდუქმა სამასი ანუნაქი ქვესკნელში გაამწესა, ხოლო სამასი – ცაში. მაგრამ ჩვეულებრივ ანუნაქები „ქვენა ღმერთები“ არიან იგიგების საპირისპიროდ. ერთ მითოლოგიურ ფრაგმენტში, რომელიც შუმერულ ენაზეა შემონახული, ანუნაქები შედარებულნი არიან პირველყოფილ, ველურ ადამიანებს: „მსგავსად ადამიანებისა, პირველად რომ გაჩნდნენ, ანუნაქებმა არ იცოდნენ სამოსელით შემოსვა; ცხვრებივით პირით ძოვდნენ ბალახს, არხებიდან სვამდნენ წყალს“. ზოგჯერ ანუნაქები „დიდ ღმერთებად“ არიან მოხსენიებულნი, ამ შემთხვევაში ანუნაქი „ღმერთის“ ზოგადი სახელი უნდა იყოს.
გილგამეშის ეპოსში ანუნაქები შემდეგ კონტექსტში არიან ნახსენები: „ანუნაქები, დიდი ღმერთები იკრიბებიან; მამეთუ – ბედისწერის შემქმნელი, მათთან ერთად ბედისწერას გადაწყვეტს; დაადგენენ სიკვდილ-სიცოცხლეს, სიკვდილის დღეს არ გააცხადებენ“. როგორც ქვესკნელის მსაჯულნი, ანუნაქები, ხან შვიდნი არიან, ხან ცხრანი. რაკი ანუნაქები მიწასთან არიან დაკავშირებულნი, დედამიწა „ანუნაქთა ველად“ იწოდება.