ჰალუცინოგენი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ჰალუცინოგენი''' - (hallucinoge), ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ფ...)
 
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ჰალუცინოგენი“ გადაიტანა გვერდზე „ფანტასტიკანტი“)

13:27, 7 აგვისტო 2018-ის ვერსია

ჰალუცინოგენი - (hallucinoge), ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ფსიქოაქტიური ნივთიერება, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს ცნობიერების შეცვლა.

დამახასიათებელია აღქმის გაძლიერება (გაცხოველება), მკაფიო წარმოსახვები, ილუზიებისა და ჰალუცინაციების განვითარება, აფექტის შეცვლა და ინტენსიური დეპერსონალიზაციურ/დერეალიზაციური განცდები. მდგომარეობა შესაძლოა წააგავდეს მწვავე ფსიქოზს და იწვევდეს ქცევის გამოხატულ დარღვევებს.

ჰალუცინოგენების რიცხვს მიეკუთვნება:

  • ინდოლამინები, მაგალითად, დიეთილამიდ-ლიზენგილის მჟავები (ლიზერგიდი; LSD), N,N-დიმეთილტრიპტამინი, პსილოციბინი, ხარმინი;
  • მეთოქსილირებული ფენილეთილამინები, მაგალითად, მესკალინი;
  • ტეტრაჰიდროკანაბინოლები, მაგალითად, მარიხუანა და ჰაშიში;

ასევე მთელი რიგი სხვა პრეპარატებისა ფენციკლიდინი (ფცდ; ინგლ. PCP), მუსკარინი, მირისტიცინი.

მიუხედავად იმისა, რომ ჰალუცინოგენების ფარმაკოლოგია კარგადაა შესწავლილი, მათი მოქმედების ზუსტი მექანიზმი არასაკმარისად გასაგებია.

სინონიმი

  • ფანტასტიკანტი
  • ფსიქოდისლეფსიური საშუალება
  • ფსიქომიმეტიკური საშუალება




იხილე აგრეთვე

აშლილობა, გამოწვეული ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებით

წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები