ალკოჰოლით გამოწვეული რეზიდუალური და ნარჩენი ფსიქოზური დარღვევები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 16: | ხაზი 16: | ||
[[ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები]] | [[ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები]] | ||
[[კატეგორია:სამედიცინო ტერმინები]] | [[კატეგორია:სამედიცინო ტერმინები]] | ||
| − | [[კატეგორია:ალკოჰოლის | + | [[კატეგორია:ალკოჰოლის გამოყენება მავნე შედეგებით]] |
| − | [[კატეგორია:ფსიქოაქტიური ნივთიერების | + | [[კატეგორია:ფსიქოაქტიური ნივთიერების გამოყენება მავნე შედეგებით]] |
14:15, 9 აგვისტო 2018-ის ვერსია
ალკოჰოლით ან სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერების მიღებით გამოწვეული რეზიდუალური და ნარჩენი ფსიქოზური დარღვევები - (F1x7), (Psuchotic disorder, residual and lateonest, alcohol or drug-indused) – ალკოჰოლით ან სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებებით გამოწვეული კოგნიტიური ფუნქციების, ემოციების, პიროვნებისა და ქცევის მყარი ცვლილებები, რომლებიც გრძელდება იმ პერიოდის შემდეგ, როდესაც, სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა ფსიქოაქტიური ნივთიერების უშუალო ზემოქმედებას. დსკ 10-ში ტერმინი შესულია იმ მიზნით, რომ ასახული იყოს მოვლენები, რომლებიც უფრო ზუსტად უნდა განსაზღვრულიყო როგორც „ფსიქიკური და ქცევითი დარღვევები რეზიდუალური და ნარჩენი დასაწყისით, განპირობებული ალკოჰოლით ან სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებებით“.
დსკ 10-ში ეს კატეგორია (F1x7) მოიცავს:
- ალკოჰოლურ დემენციას, დამატებითი განმარტებების გარეშე;
- ქრონიკული ალკოჰოლური ტვინის სინდრომს;
- დემენციას და კოგნიტიური ფუნქციების სხვა მყარ, უფრო მსუბუქ დარღვევებს;
- „ფლეშბეკს“;
- ჰალუცინოგენების მიღებით გამოწვეულ დარღვევებს;
- რეზიდუალურ აფექტურ დარღვევებს;
- პიროვნებისა და ქცევის რეზიდუალურ დარღვევებს.