ვეგეტატიური განმუხტვა
(ახალი გვერდი: '''ვეგეტატიური განმუხტვა''' - (autonomic discharge), ვეგეტატიური (ავტონომიურ...) |
|||
| (ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 13: | ხაზი 13: | ||
[[ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები]] | [[ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები]] | ||
[[კატეგორია:სამედიცინო ტერმინები]] | [[კატეგორია:სამედიცინო ტერმინები]] | ||
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ტერმინები]] |
მიმდინარე ცვლილება 15:14, 21 აგვისტო 2018 მდგომარეობით
ვეგეტატიური განმუხტვა - (autonomic discharge), ვეგეტატიური (ავტონომიური) ნერვული სისტემის აქტიურობა, ვეგეტატიურ რეგულაციაშუ ან მის გამოვლინებაში მონაწილე ნეირონების აგზნების შედეგად, რომლებიც განლაგებულია შემდეგ სტრუქტურებში: თავის ტვინის ქერქის, რუხი ნივთიერების ქერქქვეშა წარმონაქმნები, როგორიცაა: ნუშისებური სხეული, მოგრძო ტვინი, ტვინის ღეროს რეტიკულარული ფორმაციის ნაწილი, ასევე პერიფერიული სიმპათიკური და პარასიმპათიკური ნერვული ბოჭკოები.
დამატებითი დაზუსტების გარეშე, ტერმინი, ჩვეულებრივ, აღნიშნავს სისტემის სიმპათიკური ნაწილის აქტივაციას, რომელიც ვლინდება ერთი ან რამდენიმე სიმპტომით შემდეგი ჩამონათვალიდან: კანის და შინაგანი ორგანოების სისხლძარღვების სპაზმი, პილოერექცია, შინაგანი ღრუ ორგანოების კუნთოვანი კედლების მოდუნება, ტაქიკარდია, არტერიული წნევის მომატება, გუგების გაფართოება, სუნთქვის სიხშირისა და სიღრმის გაძლიერება, მოტორული აგზნების მომატება.
ვეგეტატიური განმუხტვა, ზოგჯერ განიმარტება როგორც პასუხი ტიპით – „ბრძოლა ან გაქცევა“, რაც დამახასიათებელია შფოთვისა და პანიკისათვის, სტრესული რეაქციებისათვის და, ასევე, ძილის დროს განვითარებული კოშმარებისათვის.