ოლიმპიური პანთეონი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ოლიმპიური პანთეონი''' – ''(ბერძნ.)'' ხშირად ეს გამოთქმა ოლიმპიუ...) |
|||
| ხაზი 11: | ხაზი 11: | ||
[[კატეგორია:მითოლოგია]] | [[კატეგორია:მითოლოგია]] | ||
| + | [[კატეგორია:ბერძნული მითები]] | ||
00:03, 11 სექტემბერი 2016-ის ვერსია
ოლიმპიური პანთეონი – (ბერძნ.) ხშირად ეს გამოთქმა ოლიმპიური რელიგიის ნაცვლად იხმარება და უპირატესად გულისხმობს აღმავლობის ხანის ბერძნულ პოლისთა ოფიციალურ რელიგიას.
თუმცა, როგორც ჩანს, ოლიმპიური რელიგია ჯერ კიდევ მიკენურ ეპოქაში უნდა ჩასახულიყო. ჰომეროსის პოემებთან ერთად ჰესიოდეს „თეოგონიამ“ დიდად შეუწყო ხელი ამ რელიგიის ფორმირებასა და გავრცელებას.
თავად ტერმინი დაკავშირებულია მთასთან, რომელსაც ოლიმპოსი ერქვა და რომელზეც დავანებულნი იყვნენ ბერძენთა დიდი ღმერთები.