ქორეიფორმული მოძრაობები
(ახალი გვერდი: '''ქორეიფორმული მოძრაობები''' - (choreiform movements), უნებლიე მოძრაობები, რ...) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 12: | ხაზი 12: | ||
[[კატეგორია:სამედიცინო ტერმინები]] | [[კატეგორია:სამედიცინო ტერმინები]] | ||
[[კატეგორია:უნებლიე მოძრაობები]] | [[კატეგორია:უნებლიე მოძრაობები]] | ||
| + | [[კატეგორია:ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ტერმინები]] | ||
09:40, 24 აგვისტო 2018-ის ვერსია
ქორეიფორმული მოძრაობები - (choreiform movements), უნებლიე მოძრაობები, რომლებშიც ჩვეულებრივ, ჩართულია ზედა და ქვედა კიდურები და სახე და გვაგონებს მიზანმიმართული მოძრაობების ფრაგმენტებს, რომლებიც შემთხვევითი თანმიმდევრობით ხორციელდება. აღინიშნება მაჯის კრუნჩხვითი ტოკვა, ტერფის თითების გადაბრუნება, ენის გამოყოფა, უცნაურ ღიმილში ტუჩების; შეკუმშვა და სხვა.
ეს მოძრაობები, შესაძლოა, უნებლიე; მოტორული აქტების დროს გაჩნდეს, მაგრამ, ჩვეულებრივ, ძილის დროს ქრება.
ხშირად ეს მოძრაობები მიუთითებს ექსტრაპირამიდულ სისტემაში არსებულ დარღვევებზე, რომლებიც ნერვული სისტემის პირველადი დაავადების ნიშანს ან ნეიროლეფსიური სამკურნალო საშუალებების მიღების გვერდით შედეგს წარმოადგენს. ამასთან ერთად, მცირე ასაკის ბავშვებში ქორეიფორმული მოძრაობები შეიძლება ნორმის ფარგლებშიც აღინიშნებოდეს.