ჯვარედინი დამოკიდებულება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
|||
ხაზი 13: | ხაზი 13: | ||
[[კატეგორია:სამედიცინო ტერმინები]] | [[კატეგორია:სამედიცინო ტერმინები]] | ||
[[კატეგორია:ფარმაკოლოგია]] | [[კატეგორია:ფარმაკოლოგია]] | ||
+ | [[კატეგორია:ფარმაკოლოგიური ტერმინები]] |
12:12, 24 აგვისტო 2018-ის ვერსია
ჯვარედინი დამოკიდებულება - (cross-dependence), ფარმაკოლოგიური ტერმინი, რომელიც გულისხმობს ერთი ნივთიერების (ან ნივთიერებათა კლასის) მიერ მეორე ნივთიერებით გამოწვეული აღკვეთის სინდრომის დათრგუნვას და ამით ფიზიკური დამოკიდებულების მდგომარეობის ხელშეწყობას. აღსანიშნავია, რომ ტერმინი დამოკიდებულება ამ შემთხვევაში გამოყენებულია ვიწრო ფსიქოფარმაკოლოგიური გაგებით და გულისხმობს აღკვეთის სიმპტომების დათრგუნვას.
ჯვარედინი დამოკიდებულების ფენომენის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ინდივიდს რაიმე ნივთიერების მიმართ დამოკიდებულება უვითარდება უფრო სწრაფად. ამ შემთხვევაში მას აქვს დამოკიდებულება სხვა მსგავსი ნივთიერების მიმართ, მაგ., დამოკიდებულება ბენზოდიაზეპინის მამართ ვითარდება უფრო სწრაფად, თუ პირს აქვს დამოკიდებულება ბარბიტურატების მიმართ.