პიროვნების აშლილობა ემოციურად არამდგრადი
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „პიროვნების აშლილობა ემოციურად არამდგრადი“ გადაიტანა გვერდზე „[...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „პიროვნული აშლილობა ემოციურად არამდგრადი“ გადაიტანა გვერდზე „[[...) |
12:32, 31 აგვისტო 2018-ის ვერსია
პიროვნების აშლილობა, ემოციურად არამდგრადი (F60.3), (personality disorder, emotionally undtable), დამახასიათებელია იმპულსური ქმედებების ტენდენცია შედეგის გაუთვალისწინებლად მოულოდნელი და ცვალებადი ხასიათით. აღინიშნება მშფოთვარე ემოციური აფეთქებებისაღმი მიდრეკილება და ქცევითი გამოვლინებების კონტროლირების შეუძლებლობა. აგრეთვე აღინიშნება შარიანი ქცევის გამოვლინება, ფეთქებადობა, კონფლიქტურობა, განსაკუთრებით, იმპულსური ქმედებების შეზღუდვის მცდელობისას.
გამოირჩევა აშლილობის ორი ტიპი: იმპულსური, რომელიც ძირითადად ემოციური არამდერადობითა და ზრახვების არასაკმარისი კონტროლით ხასიათდება და მეორე – მოსაზღვრე, რომელიც, ზემოთ აღნიშნულის გარდა, ხასიათდება „მე“-ს მოშლით, მიზნებისა და შინაგანი მჯობინების მოშლით, აგრეთვე, არასტაბილური და გაჯერებული პიროვნებათაშორისი ურთიერთობებით, თვითდამანგრეველი ქცევის ტენდენციით, რომელიც სუიციდურ მცდელობებში, მათ შორის, დემონსტრაციულობაში ვლინდება. აღინიშნება პიროვნების აგრესიული და ექსპლოზიური აშლილობა.