ქცევის აშლილობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ქცევის აშლილობა''', (F91), (conduct diorder), ქცევის აშლილობად იწოდება მდგრ...)
 
(წყარო)
ხაზი 19: ხაზი 19:
 
==წყარო==
 
==წყარო==
 
[[ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები]]
 
[[ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები]]
[[კატეგორია:სამედიცინო ტერმინები]]
+
[[კატეგორია:ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ტერმინები‏‎]]
 
[[კატეგორია:ქცევითი აშლილობა‏‎]]
 
[[კატეგორია:ქცევითი აშლილობა‏‎]]

13:38, 14 სექტემბერი 2018-ის ვერსია

ქცევის აშლილობა, (F91), (conduct diorder), ქცევის აშლილობად იწოდება მდგრადი და განმეორებითი დისოციალური, აგრესიული ან გამომწვევი ქცევა.

ასეთი ქცევა მნიშვნელოვნად უნდა არღვევდეს მოსალოდნელ ასაკობრივ სოციალურ ნორმებს, ამის გამო, მისი გამოვლინებები უფრო მძიმე უნდა იყოს, ვიდრე ჩვეულებრივი ბავშვური ჭირვეულობა ან მოზარდთა მეამბოხეობა; გარდა ამისა, ეს ქცევითი პატერნი მტკიცე უნდა იყოს (ხანგრძლივობა 6 თვე ან მეტი).

ქცევის აშლილობათა ნიშნები შესაძლოა სხვა ფსიქიკური დაავადებების სიმპტომებსაც ასახავდეს. ამ დიაგნოზის დასასმელი კრიტერიუმებია:

  • ჩხუბისა და ხულიგნობისადმი მიდრეკილება;
  • სხვა ადამიანების ან ცხოველების მიმართ სისასტიკე;
  • საკუთრების განადგურება;
  • ცეცხლის წაკიდებისადმი მიდრეკილება;
  • ქურდობისადმი მიდრეკილება;
  • სიცრუე;
  • სასკოლო მეცადინეობების გაცდენა;
  • სახლიდან გაქცევა;
  • რისხვის ანომალიურად ხშირი და მძიმე გამოვლინებები;
  • დაუჯერებლობა.


წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები