ალკოჰოლით გამოწვეული რეზიდუალური და ნარჩენი ფსიქოზური დარღვევები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
(→წყარო) |
||
| (ერთი მომხმარებლის 8 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 15: | ხაზი 15: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
[[ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები]] | [[ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები]] | ||
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:ალკოჰოლით გამოწვეული ინვალიდიზაცია]] |
| − | + | ||
| − | + | ||
მიმდინარე ცვლილება 16:23, 14 სექტემბერი 2018 მდგომარეობით
ალკოჰოლით ან სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერების მიღებით გამოწვეული რეზიდუალური და ნარჩენი ფსიქოზური დარღვევები - (F1x7), (Psuchotic disorder, residual and lateonest, alcohol or drug-indused) – ალკოჰოლით ან სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებებით გამოწვეული კოგნიტიური ფუნქციების, ემოციების, პიროვნებისა და ქცევის მყარი ცვლილებები, რომლებიც გრძელდება იმ პერიოდის შემდეგ, როდესაც, სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა ფსიქოაქტიური ნივთიერების უშუალო ზემოქმედებას. დსკ 10-ში ტერმინი შესულია იმ მიზნით, რომ ასახული იყოს მოვლენები, რომლებიც უფრო ზუსტად უნდა განსაზღვრულიყო როგორც „ფსიქიკური და ქცევითი დარღვევები რეზიდუალური და ნარჩენი დასაწყისით, განპირობებული ალკოჰოლით ან სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებებით“.
დსკ 10-ში ეს კატეგორია (F1x7) მოიცავს:
- ალკოჰოლურ დემენციას, დამატებითი განმარტებების გარეშე;
- ქრონიკული ალკოჰოლური ტვინის სინდრომს;
- დემენციას და კოგნიტიური ფუნქციების სხვა მყარ, უფრო მსუბუქ დარღვევებს;
- „ფლეშბეკს“;
- ჰალუცინოგენების მიღებით გამოწვეულ დარღვევებს;
- რეზიდუალურ აფექტურ დარღვევებს;
- პიროვნებისა და ქცევის რეზიდუალურ დარღვევებს.