სინდრომი რეტის
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
|||
| ხაზი 11: | ხაზი 11: | ||
[[ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები]] | [[ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები]] | ||
[[კატეგორია:სინდრომი რეტის]] | [[კატეგორია:სინდრომი რეტის]] | ||
| + | [[კატეგორია:სინდრომები]] | ||
13:35, 17 სექტემბერი 2018-ის ვერსია
სინდრომი რეტის - (F84.2), (Rett syndrome), დღემდე ეს დაავადება, მხოლოდ გოგონებში რეგისტრირდება. ნორმალური ადრეული განვითარების შემდეგ აღინიშნება; მეტყველების, ლოკომოციის და ხელების ხმარების უნარის ნაწილობრივი ან სრული დაკარგვა და, აგრეთვე, თავის ზრდის შენელება. დაავადება ჩვეულებრივ 7–24 თვის ასაკში იწყება.
დამახასიათებელია: ხელების, მიზანმიმართული მოძრაობის დარღვევა; ხელების დაბანის ან ჩამორთმევის ტიპის მოძრაობითი სტერეოტიპები და ჰიპერვენტილაცია. გამოხატულია სოციალურ განვითარებაში ჩამორჩენა, იზღუდება თამაშის უნარი, მაგრამ სოციალური ინტერესები, ჩვეულებრივ, შენარჩუნებულია. 4 წლის ასაკისთვის ვითარდება სხეულის ატაქსია და აპრაქსია, შემდეგ კი ქორეოათეტოიდური მოძრაობებიც ჩნდება. თითქმის ყოველთვის ვითარდება მძიმე გონებრივი ჩამორჩენილობა.