სოციალური ფობია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ფობია სოციალური“ გადაიტანა გვერდზე „სოციალური ფობია“ გადამის...) |
15:29, 19 სექტემბერი 2018-ის ვერსია
ფობია, სოციალური - (F40.1), (phobia, social), სხვა ადამიანების ყურადღების ცენტრში აღმოჩენის შიში, რომელსაც თან სდევს სოციალური სიტუაციებისათვის თავის არიდება უფრო მასიური სოციალური ფობიები, ჩვეულებრივ, დაკავშირებულია დაბალ თვითშეფასებასთან და კრიტიკის შიშთან.
აშლილობა შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი ჩივილებით:
- სახის აწითლება;
- ხელების ტრემორი;
- გულისრევა;
- ხშირი შარდვა.
ზოგჯერ პაციენტი დარწმუნებულია, რომ შფოთვის ეს მეორადი გამოვლინებები ძირითად პრობლემას წარმოადგენს. შესაძლოა სიმპტომების პროგრესირება და პანიკური შეტევების ხასიათში გადასვლა.