ბორტვის ამოჭრა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ბორტვის ამოჭრა''' – მიცვალებულის კულტთან დაკავშირე...)
 
 
ხაზი 5: ხაზი 5:
  
 
==ლიტერატურა==
 
==ლიტერატურა==
*ნ. აზიკური. კოტორი, როგორც რიტუალური პური თუშეთში // მასალები საქართველოს
+
*ნ. აზიკური. კოტორი, როგორც რიტუალური პური თუშეთში // მასალები [[საქართველო]]ს ეთნოგრაფიისათვის. XXIII. თბ., 1987, გვ. 221;  
ეთნოგრაფიისათვის. XXIII. თბ., 1987, გვ. 221;  
+
 
*გ. ცოცანიძე. გიორგობიდან გიორგობამდე. თბ., 1987, გვ. 98.
 
*გ. ცოცანიძე. გიორგობიდან გიორგობამდე. თბ., 1987, გვ. 98.
  

მიმდინარე ცვლილება 15:16, 24 სექტემბერი 2018 მდგომარეობით

ბორტვის ამოჭრა – მიცვალებულის კულტთან დაკავშირებული თუშური წეს-ჩვეულება.

„ახალი სულის” (ახალგარდაცვლილის) პატრონები, დააცხობენ რა კოტრებს, ამაღლება დღეს მიდიან სასაფლაოზე, თან მიაქვთ ხის ტოტი, რომელსაც ჩხებზე (რტოებზე) ჩამოცმული აქვს კვერცხები, ვაშლები, კონჩხულაჸი (ჭყინტი ყველი), კამფეტები, ყვავილები (შდრ. სვანური „კამარაი“). ასე მორთულ ტოტს საფლავზე მიცვალებულის თავთან დაარჭობენ. შემდეგ მოიყვანენ უგვირგვინო ქალს ან ბიჭს, რომელიც ტოტთან ახლოს ამოჭრის ბორტვს (ბელტს), შიგ ჩაასხამს ცოტა ერბოს, დოს, ჩაალაგებს ყვავილებს, ჩადებს კონჩხულაყის ნაჭერს და ბელტს კვლავ თავის ადგილზე დააბრუნებს. ჭირისუფალი რიტუალის შემსრულებელს მისცემს ქიტკოზს (ჩამჩასა და კოვზს) და ერთ კოტორს, რომელიც ცალკე აქვს „ბორტვის ამომჭრელაჸისად“. შემდეგ მიცვალებულის შესანდობარს იტყვიან: „თურა წესი ბორტვის ამოჭრისაი, ბორტვ ამოჭრილებ იყვენთ, განათლებულებ იყვენთ“. თუშების რწმენით, ბორტვის ამოჭრის შემდეგ, მიცვალებულებს საიქიოსკენ მიმავალი გზა ეხსნებოდათ.


[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ნ. აზიკური. კოტორი, როგორც რიტუალური პური თუშეთში // მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის. XXIII. თბ., 1987, გვ. 221;
  • გ. ცოცანიძე. გიორგობიდან გიორგობამდე. თბ., 1987, გვ. 98.


[რედაქტირება] წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები