შფოთვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''შფოთვა''' - ემოციური სფეროს აშლილობა. რაიმე საშიშროების არს...)
 
(წყარო)
ხაზი 14: ხაზი 14:
 
==წყარო==
 
==წყარო==
 
[[ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში]]
 
[[ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში]]
[[კატეგორია:ფსიქიატრიული რწემინები]]
+
[[კატეგორია:ფსიქიატრიული ტერმინები]]
 
[[კატეგორია:სიმპტომები]]
 
[[კატეგორია:სიმპტომები]]

12:46, 26 სექტემბერი 2018-ის ვერსია

შფოთვა - ემოციური სფეროს აშლილობა. რაიმე საშიშროების არსებობის დროს შფოთვის აღმოცენება ნორმალური რეაქციაა. შფოთვა პათოლოგიურად ითვლება მაშინ, როდესაც მისი ინტენსივობა არსებული საშიშროების ხარისხის არაპროპორციულია ან მასზე უფრო დიდხანს გრძელდება. შფოთვითი გუნებ-განწყობა მჭიდროდაა დაკავშირებული სომატურ, ვეგეტატიურ და ფსიქოლოგიურ კომპონენტებთან. ყველაფერი ეს შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც ეკვივალენტი საშიშროებასთან გასამკლავებლად მზადების, რასაც სხვა ძუძუმწოვრებშიც ვხვდებით. მაგ., მტაცებლისაგან გაქცევისთვის მზადება, მისგან თავის არიდება ან მასთან შებრძოლება. მსუბუქი და ზომიერი ინტენსივობის შფოთვა უმეტეს წილად აუმჯობესებს სხვადასხვა ტიპის აქტივობას, მაგრამ ძლიერი ინტენსივობის შფოთვა პირიქით - აფერხებს მას.

შფოთვის მთავარი კომპონენტები

ფსიქოლოგიური კომპონენტი. აჟიტაცია და ცუდი წინათგრძნობა, რომელსაც თან ახლავს მოუსვენრობა, წუხილი, გაღიზიანებადობა, მომატებული სიფხიზლე (უძილობასთან ერთად) და ყურადღების შევიწროება (კერძოდ საშიშროების წყაროზე ფოკუსირება).

სომატური კომპონენტი. კუნთების დაძაბულობა და გახშირებული სუნთქვა. თუ ამ ცვლილებებს თან არ სდევს ფიზიკური აქტივობა, ისინი შეიძლება განიცდებოდეს როგორც კუნთების დაძაბულობით გამოწვეული ტრემორი ან როგორც ჰიპერვენტილაციის ეფექტი (მაგ., თავბრუსხვევა).

ავტონომიური კომპონენტი. გულისცემის გახშირება, მომატებული ოფლიანობა და პირის სიმშრალე. ასევე, შესაძლებელია აღინიშნებოდეს შარდვის ან დეფეკაციის ძლიერი მოთხოვნილება.



წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები