ბოხჩა
(ახალი გვერდი: ბოხჩა '''ბოხჩა''' - 1. საყოფაცხოვრებო დანიშნულების...) |
|||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
[[ფაილი:BoxCa.jpg|thumb|ბოხჩა]] | [[ფაილი:BoxCa.jpg|thumb|ბოხჩა]] | ||
− | '''ბოხჩა''' - | + | '''ბოხჩა''' - საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნივთი. ოთხკუთხა ფორმის ქსოვილი. |
− | + | ბოხჩს კერავდნენ ან სადა ქსოვილისაგან, ან სხვადასხვა ფერის ნაკუწებისაგან. მასალად იყენებდნენ [[აბრეშუმი|აბრეშუმს]], ფარჩას, შალს, ყალამქარს, ქირმანშალს და იშვიათად ტყავს. ბოხჩის ზედაპირს ქარგავდნენ ოქრომკედით ან მულინეს ძაფებით. ამკობდნენ აგრეთვე მძივებითა და კილიტებით. | |
+ | |||
+ | ბოხჩა ქართულ ეთნოგრაფიულ ყოფაში თანამედროვე ჩანთის, ხელჩანთისა და საფულის (თეთრეულის, ტანსაცმლის და სხვა მცირე ზომის ნივთების, ფულის სატარებლად) ფუნქციას ასრულებდა. ზომის მიხედვით დასტურდება დიდი, საშუალო და მცირე მოცულობის ბოხჩები. | ||
+ | |||
+ | ძველ ქართულ წერილობით წყაროებში ტერმინი „ბოხჩა” არ მოიხსენიება, მას მხოლოდ გვიანფეოდალური ხანის მზითვის წიგნებში ვხვდებით. სავარაუდოა, რომ ბოხჩა როგორც [[აბანო|აბანოსათვის]] სახმარი ნივთი, XIX საუკუნის თბილისურ ყოფაში დამკვიდრდა და მისი ამგვარი დაწინაურება თბილისური აბანოების პოპულარობას უნდა უკავშირდებოდეს. | ||
+ | |||
+ | ბოხჩას რიტუალური დანიშნულებაც ჰქონდა. მას იყენებდნენ სარტყელად უსტაბაშის მიერ შეგირდის ხელოსნად დალოცვისას. ბოხჩას მაჰმადიანი მლოცველები მუხლსაფენადაც ხმარობდნენ. | ||
== ლიტერატურა == | == ლიტერატურა == | ||
„საქართველოს სიძველენი“, ტ. I, III, 1910; ი. გრიშაშვილი, ძველი თბილისის ლიტერატურული ბოჰემა, 1986; | „საქართველოს სიძველენი“, ტ. I, III, 1910; ი. გრიშაშვილი, ძველი თბილისის ლიტერატურული ბოჰემა, 1986; | ||
− | |||
== წყარო == | == წყარო == | ||
ხაზი 13: | ხაზი 18: | ||
[[კატეგორია:ეთნოგრაფია]] | [[კატეგორია:ეთნოგრაფია]] | ||
+ | [[კატეგორია: საყოფაცხოვრებო ნივთები]] |
13:00, 28 სექტემბერი 2016-ის ვერსია
ბოხჩა - საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნივთი. ოთხკუთხა ფორმის ქსოვილი.
ბოხჩს კერავდნენ ან სადა ქსოვილისაგან, ან სხვადასხვა ფერის ნაკუწებისაგან. მასალად იყენებდნენ აბრეშუმს, ფარჩას, შალს, ყალამქარს, ქირმანშალს და იშვიათად ტყავს. ბოხჩის ზედაპირს ქარგავდნენ ოქრომკედით ან მულინეს ძაფებით. ამკობდნენ აგრეთვე მძივებითა და კილიტებით.
ბოხჩა ქართულ ეთნოგრაფიულ ყოფაში თანამედროვე ჩანთის, ხელჩანთისა და საფულის (თეთრეულის, ტანსაცმლის და სხვა მცირე ზომის ნივთების, ფულის სატარებლად) ფუნქციას ასრულებდა. ზომის მიხედვით დასტურდება დიდი, საშუალო და მცირე მოცულობის ბოხჩები.
ძველ ქართულ წერილობით წყაროებში ტერმინი „ბოხჩა” არ მოიხსენიება, მას მხოლოდ გვიანფეოდალური ხანის მზითვის წიგნებში ვხვდებით. სავარაუდოა, რომ ბოხჩა როგორც აბანოსათვის სახმარი ნივთი, XIX საუკუნის თბილისურ ყოფაში დამკვიდრდა და მისი ამგვარი დაწინაურება თბილისური აბანოების პოპულარობას უნდა უკავშირდებოდეს.
ბოხჩას რიტუალური დანიშნულებაც ჰქონდა. მას იყენებდნენ სარტყელად უსტაბაშის მიერ შეგირდის ხელოსნად დალოცვისას. ბოხჩას მაჰმადიანი მლოცველები მუხლსაფენადაც ხმარობდნენ.
ლიტერატურა
„საქართველოს სიძველენი“, ტ. I, III, 1910; ი. გრიშაშვილი, ძველი თბილისის ლიტერატურული ბოჰემა, 1986;