გარი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''გარ-ი / ჴაჲ''' ''(ლეზგ. Гар/къай)'' – „ქარი" და მისი პერსონიფიცირებულ...) |
|||
| ხაზი 12: | ხაზი 12: | ||
[[კატეგორია:მითოლოგია]] | [[კატეგორია:მითოლოგია]] | ||
[[კატეგორია:კავკასიური მითები]] | [[კატეგორია:კავკასიური მითები]] | ||
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:ლეზგიური მითები]] |
[[კატეგორია:სულები]] | [[კატეგორია:სულები]] | ||
16:56, 4 ოქტომბერი 2018-ის ვერსია
გარ-ი / ჴაჲ (ლეზგ. Гар/къай) – „ქარი" და მისი პერსონიფიცირებული სული სამურის დაბლობის მკვიდრი ლეზგების რწმენა-წარმოდგენათა მიხედვით; წარმოდგენილი ჰყავდათ ძონძებით მოსილი და თმაგაწეწილი ქალის სახით, რომელიც ღრუბლებში ცხოვრობდა; აღქმული იყო როგორც ბოროტი სული; ეს განსაკუთრებით ეხებოდა გრიგალს („чейгъун/куьлек“), რომელშიც, თითქოს, ეშმაკი ცხოვრობდა; მიყენებული ზიანისათვის ქარის გინება იკრძალებოდა: განიხილებოდა, როგორც ღვთის ძაგება. ამასთანავე იყო რწმენა, რომ ქარს სოფლიდან ყოველივე უწმინდური თან გაჰქონდა.
ლიტერატურა
Сефербеков Р. Из мифологии лезгин самурской долины: реконструкция образов пантеона и пандемониума // Вестник Инстимтута истории, археологии и этнографии. Махачкала. 2013, № 3.