მოსაზღვრე პიროვნული აშლილობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''მოსაზღვრე პიროვნული აშლილობა''' - ტერმინი „მოსაზღვრე პიროვ...)
 
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 2: ხაზი 2:
 
აშკარად არასტაბილური ადამიანების აღსაწერად გამოიყენებოდა. ამგვარ არასტაბილურობას პირველად
 
აშკარად არასტაბილური ადამიანების აღსაწერად გამოიყენებოდა. ამგვარ არასტაბილურობას პირველად
 
აღწერდნენ ფსიქოდინამიკური ცნებების გამოყენებით. ამის მაგალითია კერნბერგისეული აღწერა (Kernberg,
 
აღწერდნენ ფსიქოდინამიკური ცნებების გამოყენებით. ამის მაგალითია კერნბერგისეული აღწერა (Kernberg,
1975), რომელიც იყენებდა ტერმინებს (1) ეგოს სისუსტე იმპულსების ცუდ კონტროლთან ერთად; (2) აზროვნება „პირველადი პროცესების“ დონეზე (ანუ ირაციონალური აზროვნება) რეალობის ტესტირების მიუხედავად; (3) ისეთი ნაკლებ „მოწიფული“ დაცვითი მექანიზმების გამოყენება, როგორიც პროექცია და უარყოფაა; (4) დიფუზური პიროვნული იდენტობა.
+
1975), რომელიც იყენებდა ტერმინებს (1) ეგოს სისუსტე იმპულსების ცუდ კონტროლთან ერთად; (2) აზროვნება „პირველადი პროცესების“ დონეზე (ანუ ირაციონალური აზროვნება) რეალობის ტესტირების მიუხედავად; (3) ისეთი ნაკლებ „მოწიფული“ დაცვითი მექანიზმების გამოყენება, როგორიც [[პროექცია (ფსიქოლოგიაში)|პროექცია]] და [[უარყოფა (სამედიცინო ტერმინი)|უარყოფაა]]; (4) დიფუზური პიროვნული იდენტობა.
  
 
როდესაც ამ ტიპის პიროვნული აშლილობა შეიტანეს კლასიფიკაციის სისტემებში, შემუშავდა უფრო ობიექტური
 
როდესაც ამ ტიპის პიროვნული აშლილობა შეიტანეს კლასიფიკაციის სისტემებში, შემუშავდა უფრო ობიექტური
ხაზი 47: ხაზი 47:
 
|-
 
|-
 
|}
 
|}
 +
 +
 +
 +
==წყარო==
 +
[[ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში]]
 +
[[კატეგორია:პიროვნული აშლილობა]]
 +
[[კატეგორია:B კლასტერის პიროვნული აშლილობები]]

მიმდინარე ცვლილება 14:15, 9 ოქტომბერი 2018 მდგომარეობით

მოსაზღვრე პიროვნული აშლილობა - ტერმინი „მოსაზღვრე პიროვნული აშლილობა“ თავიდან აშკარად არასტაბილური ადამიანების აღსაწერად გამოიყენებოდა. ამგვარ არასტაბილურობას პირველად აღწერდნენ ფსიქოდინამიკური ცნებების გამოყენებით. ამის მაგალითია კერნბერგისეული აღწერა (Kernberg, 1975), რომელიც იყენებდა ტერმინებს (1) ეგოს სისუსტე იმპულსების ცუდ კონტროლთან ერთად; (2) აზროვნება „პირველადი პროცესების“ დონეზე (ანუ ირაციონალური აზროვნება) რეალობის ტესტირების მიუხედავად; (3) ისეთი ნაკლებ „მოწიფული“ დაცვითი მექანიზმების გამოყენება, როგორიც პროექცია და უარყოფაა; (4) დიფუზური პიროვნული იდენტობა.

როდესაც ამ ტიპის პიროვნული აშლილობა შეიტანეს კლასიფიკაციის სისტემებში, შემუშავდა უფრო ობიექტური კრიტერიუმები, მაგრამ უფრო რთული გახდა მისი ძირითადი ნიშნების გამოყოფა. გარდა ამისა, DSM IV და ICD 10 კლასიფიკაციებში მათ განსხვავებული სახელი მიენიჭათ: მოსაზღვრე პიროვნული აშლილობა DSM-IV-ში და ემოციურად არასტაბილური პიროვნული აშლილობა ICD-10-ში. ეს უკანასკნელი იყოფა მოსაზღვრე ტიპად და იმპულსურ ტიპად. DSM-IV-ში მოსაზღვრე პიროვნული აშლილობა ცხრა ნიშნით ხასიათდება, საიდანაც, სულ ცოტა, ხუთი ნიშნის არსებობაა აუცილებელი DSM-IV-ის მიხედვით დიაგნოზის დასასმელად. ICD-10-ში თითოეულ ქვეტიპს ხუთი კრიტერიუმი აქვს. პიროვნების მოსაზღვრე ტიპის აშლილობის დიაგნოზისთვის მათგან, სულ ცოტა, ოთხის არსებობაა სავალდებულო. ეს კრიტერიუმები ცხრილში შემაჯამებელი ტერმინებით არის მოცემული და არ წარმოადგენს გამოქვეყნებული კრიტერიუმების სიტყვასიტყვით ციტირებას. ცხრილი აჩვენებს, რომ DSM-IV-ის მოსაზღვრე პიროვნული აშლილობის კრიტერიუმებს შორის რამდენიმე ICD-10-ის იმპულსური ტიპის კრიტერიუმიც არის შესული.

მოსაზღვრე პიროვნული აშლილობის განსაზღვრის ამ მცდელობების მიუხედავად, არ არის ნათელი, არსებობს თუ არა იგი, როგორც ცალკე მდგომი მოცემულობა. მრავალი ადამიანი, რომელიც აკმაყოფილებს მოსაზღვრე პიროვნული აშლილობის DSM-IV-ის კრიტერიუმებს, აგრეთვე აკმაყოფილებს ისტერიული, ნარცისული და ანტისოციალური პიროვნული აშლილობის კრიტერიუმებს (Skodal, 2002a).

ემოციურად არასტაბილური და მოსაზღვრე პიროვნული აშლილობის კრიტერიუმების შემოკლებული ვერსია
ICD-10 DSM-IV
ემოციურად არასტაბილური პიროვნული აშლილობა, მოსაზღვრე ტიპი მოსაზღვრე პიროვნული

აშლილობა

დარღვეული ან ბუნდოვანიმე-ს ხატი იდენტობის დარღვევა
ინტენსიური და არასტაბილური ურთიერთობები ინტენსიური და არასტაბილური ურთიერთობები
ძალისხმევა, რომ არ იყოს სხვებისგან მიტოვებული ძალისხმევა, რომ არ იყოს სხვებისგან მიტოვებული
განმეორებითი მუქარა ან თვითდაზიანების აქტები განმეორებითი მუქარა ან თვითდაზიანების აქტები
სიცარიელის მუდმივი განცდა სიცარიელის მუდმივი განცდა
- გარდამავალი სტრესთან დაკავშირებული პარანოიდული აზრები
იმპულსური ტიპი
იმპულსური იმპულსური
მიდრეკილია სიბრაზისა და ძალადობისაკენ უჭირს ბრაზის კონტროლი
არასტაბილური, ჭირვეული განწყობა აფექტური არასტაბილურობა
მაჩხუბარა -
უჭირს მოქმედების კურსის შენარჩუნება -


[რედაქტირება] წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები