ცხვირისატეხელა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
| ხაზი 8: | ხაზი 8: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | კახეთის რეგიონის მცენარეები | + | [[კახეთის რეგიონის მცენარეები]] |
[[კატეგორია:მცენარეები]] | [[კატეგორია:მცენარეები]] | ||
[[კატეგორია:ბაიასებრნი]] | [[კატეგორია:ბაიასებრნი]] | ||
[[კატეგორია:ერთწლიანი მცენარეები]] | [[კატეგორია:ერთწლიანი მცენარეები]] | ||
16:45, 12 ნოემბერი 2018-ის ვერსია
ცხვირისატეხელა – (Adonis aestivalis L.); ოჯახი: ბაიასებრნი (Ranunculaceae). ერთწლიანი მცენარეა, ღერო მარტივია ან დატოტვილი, 20-50 სმ სიმაღლის. შიშველი ან ქვედა ნაწილში შებუსული. ფოთოლი ღია მწვანე ფერისაა, ორად ან სამად გაყოფილი ხაზურ ნაკვთებად. ფესვთანური და ქვედა ფოთლები მოკლეყუნწიანია, ოვალური და მოგრძო-კვერცხისებური ფირფიტით. ყვავილი აგურისფერ-წითელია. გვირგვინის ფურცლები კვერცხისებურია ან ლანცეტა. ყვ. ნაყ. IV-V. კახეთის რეგიონში ფართოდ არის გავრცელებული მშრალ, ღია ფერდობებზე და ნათესებში. ხშირია დედოფლისწყაროს მიდამოებში, სარეველაა. საქართველოში გავრცელებულია შიდა და ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში.