ბუსკანტურა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 8: ხაზი 8:
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
კახეთის რეგიონის მცენარეები – 400 სახეობის მცენარე და 402 ფოტო; სარკვევზე იმუშავა კახაბერ სუხიტაშვილმა; რედაქტორი მაია ახალკაცი, თბილისი 2016.
+
[[კახეთის რეგიონის მცენარეები]]
 
+
 
+
 
[[კატეგორია:მცენარეები]]
 
[[კატეგორია:მცენარეები]]
 
[[კატეგორია:მაჩიტასებრნი]]
 
[[კატეგორია:მაჩიტასებრნი]]

10:31, 13 ნოემბერი 2018-ის ვერსია

ბუსკანტურა

ბუსკანტურა – (Campanula alliariifolia Willd.); ოჯახი: მაჩიტასებრნი (Campanulaceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, სიმაღლით – 70 სმ-მდე. აღმავალი ან სწორი, დატოტვილი ან მარტივი, მოთეთრო ბეწვით შებუსული. ფესვთანური ფოთლები ფართო-სამკუთხა გულისებურია ან გულისებური, ძირთან ღრმა ამონაკვეთით. კიდეზე არათანაბრად მრგვალკბილა. ზედა მხარეზე მწვანეა და გაფანტულბეწვიანი, ქვედაზე მონაცრისფრო. ფესვთანური და ქვედა ფოთლები გრძელყუნწიანია, სულ ზედა ფოთლები – მჯდომარე. ყვავილედი ცალმხრივი მტევანია, თავდახრილი, ყვავილი თეთრია, შებუსული, წაწვეტებული ნაკვთებით. ყვ. ნაყ. VII-VIII• გავრცელებულია კლდეებზე, ქვიან ფერდობებზე. ნაშალებზე. კახეთში შესაბამისი ჰაბიტატების ჩვეულებრივი მცენარეა. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია თითქმის ყველგან დიდი რაოდენობით. გავრცელებულია მთელ საქართველოში.




წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები