ლაგამი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: ლაგამი '''ლაგამი''' - აღვირზე რგოლებით დამაგრებუ...) |
|||
| ხაზი 13: | ხაზი 13: | ||
[[კატეგორია:ეთნოგრაფია]] | [[კატეგორია:ეთნოგრაფია]] | ||
| + | [[კატეგორია:ცხენის აღკაზმულობა]] | ||
16:03, 7 ოქტომბერი 2016-ის ვერსია
ლაგამი - აღვირზე რგოლებით დამაგრებული ორნაწილიანი მეტალი, რომელიც ცხენს ამოედება პირში და მისი მეშვეობით მხედარი ცხენს აჩერებს ან აძლევს მიმართულებას. ზოგჯერ ლაგამს უკეთებდნენ ხორკლებს, რათა მართვის პროცესი უფრო ეფექტური ყოფილიყო.
ლაგამ-აღვირი ხშირად შემკული იყო ძვირფასი თვლებითა და ვერცხლის სევადით.... „ხშირად ესხა მარგალიტი ლაგამ-აბჯარ-უნაგირსა“ (ვეფხისტყ.). საბა ლაგამს საკბილავს უწოდებს. ქართველ არქეოლოგთა ვარაუდით, ძვ. წ. II ათასწლეულის II ნახევრიდან ჩნდება ლითონის ლაგმები; ბრინჯაოსაგან დამზადებული ეს ლაგმები დაკბილულია, რაც იმის მანიშნებელია, რომ ასეთი ლაგამასხმული ცხენი ძნელად დასამორჩილებელ-გასახედნავი უნდა ყოფილიყო.
ლიტერატურა
მ. ხაზარაძე, ცხენის აღკაზმულობა. კრბ. ოჩხარი, 2007.